თეგებით ძიება

როგორ და რას ვუმკურნალოთ მთვარის ქვით? - განკურნება გვერდითი მოვლენების გარეშე

მთვარის ქვა მინერალია, რომელსაც 2000 წელზე მეტია ეზოტერიკულ და ასტროლოგიურ მედიცინაში იყენებენ. მისი შეფერილობა შეიძლება იყოს კრემისფერი, მოყვითალო, ციფერი, მოლურჯო, ნაცრისფერი, ატმისფერი და ტონთა გრადაციაც კი! ჩვეულებრივ მთვარის ქვა განსაკუთრებულად დადებით გავლენას ახდენს კირჩხიბზე, მორიელზე, თევზებსა და სასწორზე. ის ქალური ენერგეტიკის მატარებელია და თან სდევს სულიერი ჰარმონია, სიმშვიდის განცდა, ბალანსი.
სად მოიპოვება მთვარის ქვა?
მთვარის ქვა მოიპოვება: შრი-ლანკაში, ინდოეთში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, გერმანიშია, მადაგასკარზე, მექსიკაში, ნორვეგიაში, შვედეთში, ტანზანიასა და ამერიკაში. სწორედ ამ ქვეყნებში შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაზე ძლიერი მთვარის ქვები.
გადმოცემის თანახმად...
აზიაში უხსოვარი დროიდან სჯეროდათ, რომ ერთი და იმავე ქვით მხოლოდ 21 წელი შეიძლება უმკურნალო ადამიანს.
რომში ღრმად სწამდათ, რომ მთვარის ქვა ოჯახს ავსებდა სიყვარულით, მის წევრებს კი ასაჩუქრებდა იღბლითა და წარმატებით.
ბერძნების აზრთ, თუ მთვარის ქვამ ნაცრისფერი დაკარგა, პატრონი გაანთავისუფლა ბრაზის, ბოღმისა და ბოროტებისგან.
თუ ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები გაქვთ...
მნიშვნელობა არ აქვს თქვენს ზოდიაქოს, ატარეთ მთვარის ქვა, თუ გამუდმებით სტერსს უმკლავდებით, გადაღლილი ხართ, ბევრს მუშაობთ ან ხშირად ებრძვით დეპრესიასა ან აპათიას. ეს მინერალი გაგიბათილებთ უარყოფით ენერგიას, რომლითაც
იმუხტებით, შეგიმსუბუქებთ სტრესს, დაგეხმარებათ დაისვენოთ მოკლე დროში, დაგამარცხებინებთ უგუნებობასა და სასოწარკვეთილებას, რაც ავტომატურად აისახება თქვენს ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ სიჯანსაღეზე. ამ მინერალს შეუძლია ძილის დარეგულირება და ინსომნიის განკურნებაც.
რას შეგვიძლია ვუმკურნალოთ მთვარის ქვით?
ქალებისთვის რეპროდუქციული სისტემა ხშირად მწვავე პრობლემად იქცევა ხოლმე. ეს მინერალი კურნავს წვრილმანი გინეკოლოგიური დარღვევებიდან დაწყებული უშვილობით დამთავრებული, ყველაფერს. თუ ორსული ატარებს მთვარის ქვას, ნაყოფის განვითარება წარიმართება გეგმაზომიერად, მშობიარობის პროცესი შედარებით უმტკივნეულოდ ჩაივლის, ასევე დაზღვეული იქნება ნებისმიერი სახის გართულებისგან, მათ შორის ნაადრევი ”წყლის დაღვრისგან."
თუ მენსტრუალური დარღვევა გაწუხებთ, მთვარის ქვა თქვენთვის მისწრებაა! ის მოიყვანს ცილკს, რომელიც გადაგიცდათ ან შეგიწყდათ; შეგიმსუბუქებთ მენსტრუალურ ტკივილს, დაარეგულირებს გამონადენის ფერს და დოზას. გარდა ამისა, დაასტაბილურებს ჰორმონების მოჭარბებას ან სიმცირეს.
თუ თინეიჯერს მთვარის ქვას დააბნევთ, დაეხმარებით სიმაღლეში ზრდასა და მიღებული ვიტამინების ათვისებაში.
ახალგაზრდებისთვის ამ მინერალის ტარება რეკომენდირებულია, თუ არ სურთ, რომ ნაადრევად გაჭაღარავდნენ, გაუჩნდეთ ნაოჭები და მოერყათ კბილები. მთვარის ქვას ორგანიზმის დაბერების შენელება შეუძლია.
ბონუსად...
თუ გსურთ, რომ მთვარის ქვამ მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი ძალა, როგორც კი კვირა დასრულდება ანუ საათი 12-ს გადაშორდება და ახალი დღის ათვლა დაიწყება, გაიკეთეთ ყელსაბამი, ბეჭედი ან სამაჯური და მინერალთან ერთად დაიძინეთ, ორშაბათსაც ნუ მოიხსნით მთელი დღის განმავლობაში.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა