თეგებით ძიება

7 პროფესია, რომელშიც თევზი დიდ წარმატებას მიაღწევს

წარმატების მიღწევა გსურთ, მაგრამ არ იცით, რომელ სფეროში იქნებით ძლიერი? ან მთელი ცხოვრება ერთ ადგილს ტკეპნით და ვერ იგებთ, რატომ ვერ წახვედით წინ? გთავაზობთ 7 პროფესიას, რომელიც თევზებისთვის აღიარების მომტანი იქნება.

მღვდელი

თევზის შინაგანი სამყარო ძალიან მრავალფეროვანი და განვითარებულია. იგი ხედავს ყველაფერ იმას, რაც სხვებს შეუმჩნეველი რჩებათ. თევზს ადამიანების ამოცნობაც ეხერხება. ბრწყინვალე მსმენელი და მრჩეველია. მიდრეკილია სპირიტიზმისა და მისტიკისკენ. ხშირად ძალიან რელიგიურია. ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ ბრწყინვალე მღვდელი დადგეს.

Astrologia

გემის კაპიტანი


თევზს მარტოობაც მოსწონს და წყალთან სიახლოვეც. არავის უხდება მარტოობასა და წყალში იმდენი დროის გატარება, რამდენიც გემის კაპიტანს. ასევე, ამ პროფესიის ადამიანს უნდა ჰქონდეს ალღო და ბუნების ესმოდეს. ამ ორი ნიჭით სწორედ თევზები დააჯილდოეს ვარსკვლავებმა.

Astrologia

ექსტრასენსი, მედიუმი

თევზები არიან ადამიანები, რომლებსაც მომავლის დანახვა შეუძლიათ, ხშირად უხდებათ სიზმრები,
დაინტერესებულები არიან მაგიით, ასტროლოგიით, პარანორმალური




მოვლენებით. ხედავენ მოჩვენებებს და სულებს.

Astrologia

ფარმაცევტი

თევზები, ერთი მხრივ, ქიმიაში არიან ძლიერები, შესაბამისად თავად შეუძლიათ სამკურნალო პრეპარატების შექმნა. მეორე მხრივ, ადამიანების დახმარება მოსწონთ და გულგრილად არასდროს მოეკიდებიან წამლისთვის მოსულ კლიენტს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თევზს ადამიანის კეთილგანწყობის სწრაფად მოპოვების უნარი აქვს, შესაბამისად გაყიდვაც მისი ძლიერი მხარეა.



მუსიკის მასწავლებელი


ვერავინ შეიგრძნობს მუსიკას ისე, როგორც თევზი. ასევე, მუსიკა შთააგონებს მას და სიცოცხლის ხალისით ავსებს. თევზებს უნარი აქვთ მუსიკის სიყვარული სხვებს სწორად გაუზიარონ, შესაბამისად, ბრწყინვალე მასწვალებლები ხდებიან.

Astrologia

ფოტოგრაფი

თევზები ჩვეულებრივ მოვლენებს ორიგინალური კუთხით აღიქვამენ, სოწრედ ამიტომ მათ გადაღებულ ფოტოებს 
თვალს ვერ მოაშორებთ. ამ ადამიანებს შეუძლიათ კარი გაგიღონ და სხვა სამყაროში შეგიძღვნენ მაშინაც კი, როცა
უბრალო ნივთები ან ადგილებია  ასახული მათ ნამუშევრებზე.

Astrologia

რეჟისორი
თევზის წარმოსახვის უნარი ჩვეულებრივი, ტიპური ადამიანის ფანტაზიას გაცილებით უფრო შორს სცდება. 
ყველა მოვლენის, რომელიც მის თავს ხდება, კინოკადრად აღქმა შეუძლია და ყველა ფაქტის ფილმად ქცევა.

თევზის ნიშნის ქვეშ დაიბადა სპაიკ ლი, ჯორჯ მილერი, დევიდ სილვერმენი, ნილ ჯორდანი და ა.შ.

Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა