4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი ემოციებს აყოლილი უამრავ შეცდომას დაუშვებთ. ურთიერთობაში იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური, მშვიდად მოისმინეთ ოპონენტის აზრი. ნუ აურევთ ერთმანეთში პირად ცხოვრებას და სამსახურს. ეცადეთ, არ დაარღვიოთ კანონი.
კურო
საქმეები შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს. ცოტა ფორიაქი და ნერვიულობაც შეიძლება შეგხვდეთ იმის გამო, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გსურდათ. ნუ დაკარგავთ დროს კამათზე. სხვა დღეს გადადეთ კოსმეტიკური და სამკურნალო პროცედურები.
ტყუპი
დროებით დაეშვით მიწაზე და მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვარეთ. თქვენს ყურადღებას იქცევს სამსახურის საქმეები. შეიძლება გადახედოთ ზოგიერთ ურთიერთობას და გამოასწოროთ იგი ან დაასრულოთ. ფინანსური შეზღუდულობის გამო ზოგიერთ სიამოვნებაზე უარის თქვა მოგიწევთ.
კირჩხიბი
თუ არ გარისკავთ, ვერ გაიგებთ რა შეგიძლიათ. მზად უნდა იყოთ წინააღმდეგობების გადასალახავათ. ზოგიერთს ავტორიტეტის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს. ნაადრევად ნუ იტარაბახებთ მიღწეულით, ჯერ ბრძოლა დასრულებული არაა.
ლომი
შორეულ ნათესავებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას მაქსიმალური სიფრთხილე და დიპლომატია გმართებთ. თუ საზღვარგარეთ იმოყოფებით, ნუ დაარღვევთ ადგილობრივ წესებსა და ტრადიციებს.
ქალწული
სირთულეების გადალახვის დღეა. მოერიდეთ ფულის ხარჯვას და მით უმეტეს, ვალების აღებას. აგრეთვე, ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. კარგია წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება.
სასწორი
გამძლეობასა და ურთიერთოპარტნიორობაზე უნდა ჩააბაროთ ტესტი. განსხვავებული მოსაზრების, ცხოვრებისეული შეხედულებების გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებსა გარშემო მყოფებთან. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, არაფერი ახალი არ დაგეგმოთ. ის, რაც დღეს სწორი გეჩვენებათ, მომავალში შეიძლება არასწორი გამოდგეს.
მორიელი
სირთულეები გელით ახლობლებთან ურთიერთობისას და ტექნიკასთან მუშაობისას. შეიძლება ან ახალი შეცდომები დაუშვათ ან წარსულში ჩადენილი შეცდომები აღმოაჩინოთ. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება.
მშვილდოსანი
წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების დღეა. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ რისკს, განსაკუთრებით სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში. შეიძლება გართულდეს ურთიერთობა ძველ მეგობრებთან. გამონახეთ დრო შვილებისთვის.
თხის რქა
ნუ ეცდებით სიტუაციის შეცვლას. ძველი საქმეების მოსაგვარებლად ახალ გზას ნუ აირჩევთ. წარსულში დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება უკან დაგახევინოთ. მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტს ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან. არ შეიძინოთ კოსმეტიკა, სხვა დღისთვის გადადეთ დღეს დაგეგმილი კოსმეტიკური და სამკურნალო პროცედურები.
მერწყული
თქმიდან საქმეზე გადასვლა იმაზე რთულია, ვიდრე გეგონათ. ნუ აჩქარდებით მუშაობისას, შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვათ. სხვა დღისთვის გადადეთ შიპინგი. განსაკუთრებული დაკვირვება ელის უცხო ენის სპეციალისტებსა და მძღოლებს.
თევზები
მოეშვით "ღრუბლებში ფრენას". თქვენ ნაცვლად საქმეს არავინ გააკეთებს. არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაიწყოთ. უმჯობესია, დაწყებული საქმეები დაასრულოთ. არ დაარღვიოთ კანონი. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვას.
წყარო: astrologi.ambebi.ge