5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი თუ გრძნობთ, რომ ბრძოლისთვის მზად არ ხართ, უმჯობესია, შეისვენოთ. პრაქტიკული საკითხები მოაგვარეთ. მშობლებისგან საჩუქარს ან ფულს მიიღებთ.
კურო
მეგობრებსა და ნათესავებში ავტორიტეტს აიმაღლებთ. იყავით კეთილი გარშემო მყოფებისადმი. შეიძლება გაგიტაცოთ რელიგიამ, მუსიკა. საკუთარ თავს სიზარმაცის გამო ნუ გაუწყრებით.
ტყუპი
კომფორტული გარემო შეიქმენეთ, რომ კარგად იმუშაოთ. შეხვედრები (საქმიანიც კი) უმჯობესია, კაფეში დანიშნოთ და გემრიელადაც მიირთვათ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უფროსთან, მატერიალური მდგომარეობა.
კირჩხიბი
ახალგაცნობილებთან სიფრთხილე გმართებთ, თავად გულს ნუ გადაუშლით, მათგან კი მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მოიპოვოთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი კულინარიული ნიჭი.
ლომი
საქმიანი შეხვედრების დღეა, მაგრამ ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი ახალი პროფესიის ათვისებას გადაწყვეტს.
ქალწული
მეგობრებთან. თანამოაზრეებთან და უცხოელებთან ურთიერთობის დღეა. კარგია საყიდლები და ქველმოქმედება. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან.
სასწორი
უფროსის კეთილგანწყობას მოიპოვებთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. უფროსმა ნიშნებმა შეუქეთ შესრულებული საქმეები თანამშრომლებს. გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება.
მორიელი
ურთიერთობის
გააუმჯობესების დღეა. შეიძლება გულუხვი კლიენტი ან სოლიდური დამკვეთი გამოგიჩნდეთ. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება მეტი ფუფუნება მოგთხოვოთ. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს.
მშვილდოსანი
აქტუალური საკითხები მოაგვარეთ. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მატერიალური საკითხები. სასიამოვნო გარემო შეიქმენით გარშემო, უარი არ თქვათ დასვენების წუთებსა და არომატულ ყავაზე.
თხის რქა
გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორებთან, მტრებთანაც კი. მოერიდეთ მწვავე კრიტიკას. საღამოს გამონახეთ დრო კულტურული ცხოვრებისთვის. დაესწარით გამოფენას, კონცერტს.
მერწყული
მეტი კომფორტი და სიმყუდროვე შეიქმენით სახლშიც და სამსახურშიც. ზოგიერთს ძვირად ღირებული ნივთების შეძენა მოუნდება. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მოუმზადეთ მათ გემრიელი ვახშამი.
თევზები
შანსი მოგეცემათ გარშემო მყოფებს თქვენი საუკეთესო თვისებები დაანახვოთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი მუსიკალური, მხატვრული და კულინარიული ტალანტი. კარგი დღეა შოპინგისთვის. თუმცა, ნუ იყიდით ტექნიკას, ელექტრონივთებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge