თეგებით ძიება

4-10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: როგორი კვირა გელოდებათ?

გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს. გაიგეთ, რა გელოდებათ 4-10 მარტს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

კირჩხიბი


ამ კვირაში განსაკუთრებულ მოვლენას ელოდეთ, რომელიც დაკავშირებული იქნება თხის რქასთან, კურსოთან ან ქალწულთნ. ეს ადამიანი თქვენი ოჯახის წევრი ან ნათესავია. შესაძლოა მოვლენა დაკავშრბეული იყოსმიემართებოდეს ხელის თხოვნასთას, ქორწილს, ნათლობას, კარიერულ წინსვლას ან სახელის მოხვეჭას. ამ კვირაში სერიოზულად დაფიქრდებით და იპოვით  პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც უკავშირდებას თქვენს ცხოვრებაში არსებულ ვერძეს, ლომესა და მშვილდოსანს. ეს ადამიანი ემოციურად გამოფიტულია, ან მუდმივად გაღიზიანებული, ან პროფესიულად არც თუ ისე დაწინაურებული. 4-დან 10 მარტამდე მის განზრახვებს ამოიცნობთ და გაესაუბრებით და თავადვე მოგიყვებათ. ამ პერიოდში სიყვარული მოგიტანთ მძაფრ ემოციებს და სასიამოვნო მოგონებებს, რომლის დავიწყებასაც ვერასდროს შეძლებთ. თუ გსურთ, რომ მომავალში უპრობლემოდ დაორსულდეთ, გამოიკვლიეთ რეპროდუქციული სისტემა.


Astrologia

 

ლომი


ეს კვირა ძალიან საინტერესოა ლომებისთვის, რადგან მათ სიყვარული ეწვევათ. 
ზოგიერთი ლომი სერიოზულ ურთიერთობას წამოიწყებს. თუ ის ლომი ხართ, რომელსაც პირად ფრონტზე პრობლემები აქვს, მოცემულობა უნდა მიიღოთ და ისე იმოქმედოთ, როგორც პირადად თქვენთვის აჯობებს. თუ თქვენი პარტნიორი სხვა ქალაქში ან ქვეყანაში ცხოვრობს, თქვენ შორიოს უჩვეულო სულიერი კავშირი დამყარდება და ძალიან მიეჯაჭვებით ერთმანეთს. ურთიერთობა აგერევათ ოჯახის წევრ ქალთან, რადგან გამოიჩენს მოუთმენლობას ან სწრაფად (ზოგჯერ უმიზეზოდ) გაღიზიანდება. ამ კვირაში შესაძლოა გაგაკვირვონ საჩუქრით. თუ უძრავ ქონებასთან ან თანხის დაბანდებასთან  დაკავშრებით პრობლემები გაქვთ, ამ კვირაში ხსნას არ ელოდეთ, პირიქით, ახალი გაურკვევლობები იჩენს თავს. ლომებს, რომლებმაც 35 წელს გადააბიჯეს, ემოციური აფეთქება ელოდებათ.   

Astrologia




ქალწული


ამ კვირაში მოსალოდნელია უსიამოვნო საუბარი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ვიღაცას ეწვევით სახლში... ვიღაც ისეთს, ვინც ცხოვრების ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს გადის. შესაძლოა მისი პრობლემები ჯანმრთელობასთან იყოს დაკავშირებული.
ამ პერიოდში არ მოგაკლდებათ სანერვიულო, რადგან ერთ გაურკვევლობას მეორე მოჰყვება. მოსალოდნელია იმედგაცრუებებიცა და დანაკრგიც. განსაკუთრებით იმ საკითხში, რომელთან დაკავშირებითაც დიდ გეგმებს აწყობდით. კარგი პერიოდია ქალაქის დასატოვებლად და დასასვენებლად, რომ მომავალ კვირაში პრობელმების მოგვარებას ახალი ძალით შეუდგეთ.    

Astrologia





სასწორი

ამ კვირაში ახალგაზრდების ყურადღების ცენტრში მოექცევით. გაფართოვდება თქვენი კავშირების სია.
მნიშვნელოვან როლს ითამაშებთ თქვენი შვილის ინტელექტუალურ განვითარებაში.
იმპულსურ გადაწყვეტილებებს მიიღებთ მძაფრ ემოციურ ფონზე, რასაც შეუძლია ფინანსური ზარალი მოგაყენოთ. ამიტომ თავის ხელში აყვანა გმართებთ.
შესაძლოა დაკარგოთ ქოლგა, საფულე ან მობილური. დანაკარგის თავიდან ასარიდებლად, სიფრთხილე გამოიჩინეთ და ყურადღება მოიკრიბეთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ წაუძინებთ, როგორი დაღლილიც არ უნდა იყოთ. ასევე, საჯარო ადგილებში ნუ გაერთობით რაიმეს თვალიერებით. ამ პერიოდში დიდ სიამოვნებას მიიღებთ  სატელეფონო საუბრისგან. მამაკაცი გიამბობთ, როგორ შეცვალა თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ და როგორ მიაღწია წარმატებას.   


Astrologia

 

მორიელი

ამ კვირაში  კონფლიქტური სიტუაცია ან სტრესი გელოდებათ ოჯახში. უსიამოვნო მოვლენა დაკავშირებული იქნება კუროსთან, თხის რქასთან ან ქალწულთან. ეს პერიოდი წარმატების მომტანი იქნება თქვენთვის, თუ გულზე ხელებს არ დაიკრეფთ და უსაქმურობაში არ გაატარებთ დროს. ამ კვირაში მოსალოდნელია ხანგრძლივი მგზავრობა სხვადასხვა ტრანსპორტით. თუ საჭესთან თავად ზიხართ, შეამოწმეთ მანქანა და კარგად გამოიძინეთ გამგზავრებამდე. ამგვარად თავიდან აირიდებთ მოსალოდნელ ავარიას. კვირის ბოლომდე ელოდეთ იმ ადამიანთან შეხვედრას, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ.


Astrologia

 

მშვილდოსანი


თქვენი ოჯახის წევრი ან ნათესავი პროფესიასთან დაკავშირებულ ხათაბალაში გაეხვევა და თქვენი დახმარება დასჭირდება. სახლში მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო




პრობლემების გაჩენა. შესაძლოა გაფუჭდეს გამათბობელი, ელექტროგაყვანილობა, სარეცხის მანქანა ან კომპიუტერი. სამწუხაროდ, პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ და მარტო ფონს ვერ გახვალთ. ამ კვირაში ახალგაზრდა ქალი თქვენს მართვას შეეცდება. მშვილდოსანმა ქალმა არ უნდა გამოსცადოს თავისი პარტნიორის მოთმინება და ერთგულება. მშვილდოსან კაცს შეაწუხებს დეპრესიული განწყობა. 


Astrologia

 

თხის რქა

ამ კვირაში მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენს მომავალს მთლიანად შეცვლის. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები და ახალი ნაცნობობა. ზოგიერთი თხის რქა გარდერობოს განახლებას გადაწყვეტს და ახალ სამოსს ან აქსესუარებს დაათვალიერებს. ამ კვირაში უფრთხლდით მამაკაცს, რომელიც სტატუსით თქვენზე მაღლა დგას. ნუ შეხვალთ მასთან პოლემიკაში. იგი გაიძულებთ შეასრულოთ საქმე, რომელიც სულაც არ გევალებათ. კვირა განსაკუთრებით წარმატებული იქნება თხის რქა ქალებისთვის, რომლებმაც 35 წელს გადააბიჯეს.   

 

 


 

მერწყული

ადამიანი, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობს, შეძლებს დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე. შესაძლოა მან დაგიგეგმოთ მივლინება ან მოგზაურობა. უმუშევარ მერწყულებს სახლიდან შორს სამსახურს შესთავაზებენ. 
ამ კვირაში მოერიდეთ ღრუბლებში აფრენას და ადამიანებისთვის არარეალური დაპირებების მიცემას. თქვენს შვილს კონფლიქტი მოუვა ადამიანთან, რომლის მოგვარებაც თქვენ მოგიწევთ.  ახლო მეგობარი გაგიზიარებთ საიდუმლოს მომავალი განქორწინების ან ღალატის შესახებ.    

Astrologia

 

 

 

თევზები

 

თუ ამ კვირაში ქალთან შეხვედრა გქონდათ დაგეგმილი, იმედი გაგიცრუვდებათ, რადგან მას ვერ ნახავთ. სამაგიეროდ, კარიერულ კიბეზე დაწინაურების შანსი მოგეცემათ. მეტ ხელფასსაც შემოგთავაზებენ და უკეთეს პოზიციასაც. თქვენსა და თქვენს პარნტიორს შორის შუღლი ჩამოვარდება გაურკვევლობის გამო. ორივენი ძალიან ინერვიულებთ, სანამ ყველაფერი გაირკვევა. ელოდეთ მოულოდნელ შემოსავალს, რომელიც თქვენი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. თევზ ქალებს გინეკოლოგთან ვიზიტი დასჭირდებათ.

 

Astrologia

 

ვერძი


კარგი კვირა ელოდებათ იმ ვერძებს, რომლებსაც ამბიცია ამოძრავებთ. ადამიანი, რომელიც დაბადებულია კირჩხიბის ან მორიელის ნიშნით, თქვენს ცხოვრებაში პოზიტიურ და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. შესაძლოა მისი დახმარებით მიზანს მიაღწიოთ ან პრობლემასთან გამკლავება გაგიადვილდეთ. ამ კვირაში შეგაწუხებთ მამაკაცი, რომელსაც ფინანსური ინტერესები აქვს თქვენთან დაკავშირებით. 
Astrologia


კურო

ზოგიერთ კუროს პანიკა აიტანს, რომ რაღაც სჭირს და გამოსაკვლევია. უნდა დაგამშვიდოთ, სრულიად ჯანმრთელი ხართ. თქვენი ემოციური არასტაბილურობა ურთიერთობას გაგიფუჭებთ პარტნიორთან და ოჯახთან. სამაგიეროდ, კარგი კვირაა ბიზნესისა და კარიერისთვის.
Astrologia



ტყუპი
სერიოზულად დაფიქრდებით  რომანტიკული ურთიერთობის დასრულებაზე, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავთ. 
მოსალოდნელია გახდეთ ისეთი მოვლენის თანამონაწილე, რომელიც ბავშვის ირგვლივ განვითარდება.  კარგი კვირაა მოკლევადიანი მოგზაურობისთვის. სამსახურთან დაკავშირებული დავალების შესასრულებლად შეიძლება ქალაქი დატოვოთ.
Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა