თეგებით ძიება

აცტეკური ჰოროსკოპი: ვინ ხართ სინამდვილეში და რას იუწყება თქვენი ბედის წიგნი?

იმისთვის რომ გაარკვიოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშანი ხართ, აცტეკური ჰოროსკოპის მიხედვით, დაბადების თვე ან წელი კი არა, საათი უნდა იცოდეთ. თუ თქვენ დაიბადეთ 00:00 - იდან 10:59 საათამდე, აღნიშნულ ზოდიაქოს ნიშნებს შორის საკუთარსაც აღმოაჩენთ. დანარჩენ ნიშნებს კი ხვალ შემოგთავაზებთ.

კაიმანი (00:00 - 01:00 სთ.)


სინამდვილეში ხართ: კაიმანი, სიბრძნის სიმბოლო. ამ ნიშნით დაბადებული ყველა ადამიანი გამჭრიახი გონებით გამოირჩევა. ის ლოგიკურად მსჯელობს, რის გამოც არასდროს სცდება რეალობის საზღვრებს.
კარგი მრჩეველი და მოსაუბრეა. ორგანიზება მისი ძლიერი მხარეა, ისევე როგორც, ადამიანების მართვა და მათზე გავლენის მოხდენა. მიზანსწრაფული და თავდაჯერებულია.  ანალიზის მეშვეობით ყველა სიტუაციაში სწრაფად ერკვევიან.

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: არასდროს დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას. ყველა თქვენი შეცდომა გაკვეთილი იქნება, რომელსაც კარგად დაიმახსოვრებთ. რაოდენ რთულ სიტუაციაშიც უნდა აღმოჩნდეთ, გამოსავალს ყოველთვის იპოვით. შესაძლოა გახდეთ პოლიტიკოსი ან ერის ლიდერი და ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანოთ, ან ფსიქოლოგიას ან ფსიქიატრიას გაჰყვეთ და განუკურნებელ ფსიქიკურ დაავადებებს ღირსეულად შეებრძოლოთ. თუ სწავლების პროცესი მოგწონთ, თქვენგან ცნობილი პედაგოგი ან ტრენერი გამოვა.

Astrologia


ქარი (01:00 - 01:59 სთ)

 

სინამდვილეში ხართ: ქარი, რომელმაც სირთულეების გადალახვის მარტივი გზები იცის.

მაშინ, როცა მის ცხოვრებას ტორნადო დაატყდება ხოლმე თავს, ის ყოველთვის ახერხებს თავის შველას. ქარის ნიშნით დაბადებული ადამიანები ძალიან მოქნილები და გარემოს მორგებულები არიან. მათ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ ადაპტაცია. საკმაოდ რთულია ქარს თავი მოაწონო ან რაიმეთი ასიამოვნო, ამიტომ ადამიანები მის გვერდით კომპლექსდება ან გაურკვევლობაში ჩავარდნილი ძალიან იტანჯება ეჭვებით.

 

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: ადრე თუ გვიან ცხოვრება საშუალებას მოგცემთ, ბევრი იმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო. გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, მოისმინოთ მათი ისტორიები, შეიცნოთ თქვენთვის ეგზოტიკური კულტურა. ცხოვრების რამდენიმე ეტაპზე დიდი  განსაცდელი დაგატყდებათ თავს, რაც სერიოზული გამოცდა იქნება თქვენი ნებისყოფის, გამძლეობისა და მოთმინებისთვის.

Astrologia


ქამელეონი (02:00 - 02:59 სთ.)

 

სინამდვილეში ხართ: ქამელეონი, რომელიც ყოველთვის მოდუნებულია, მაგრამ ამავდროულად კომფორტის ზონა არასდროს აზარალებს.

მას სიახლეების მიღება თამამად შეუძლია და პროგრესი არ აშინებს, თუმცა, თუ მთელი ცხოვრება ჩვეული ცხოვრების წესი ექნება, არაფერს გააპროტესტებს.

შეუძლია საკუთარ თავზე იმუშაოს და შეიცვალოს საჭიროებიდან გამომდინარე, თუმცა სხვას მის გამო შეცვლას არასდროს აიძულებს. როცა თავს ესხმიან იმალება ან თავს არიდებს კონკრეტულ ადამიანს, არა იმიტომ რომ ეშინია, არამედ დროს არ კარგავს კონფლიქტებზე.

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: ცხოვრებით დატკბობას მოახერხებთ. გამოჩნდება ადამიანი,

რომელიც გულს ძალიან გატკენთ. არჩევანის წინაშე დადგებით, იძიოთ თუ არა შური. შურისძიება ბედნიერებამდე არ მიგიყვანთ. პირიქით ბოროტების მოჯადოებულ წრეში ჩაებმებით, უფრო დაცარიელდებით და მარტო იგრძნობთ თავს. ამიტომ აპატიეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ და ცხოვრება განაგრძეთ. მიზანი, რომელიც დაისახეთ, მარტივად მისაღწევი არ იქნება, მაგრამ ბოლოს შედეგით დატკბებით.

Astrologia

 

გველი (03:00 - 03:59 სთ)

 

სინამდვილეში ხართ: გველი, რომელსაც სპონტანური თავდასხმა ახასიათებს, ამიტომ მისი გაბრაზება არ ღირს.
ამ ადამიანებს უმიზეზოდ ჩხუბი და წუწუნიც სჩვევიათ, თუმცა არა დიდხანს. უყვართ, როცა გარშემო მყოფებს აკვირვებენ და აბნევენ. შეყვარებული გველი ხშირად უკეთებს სიურპრიზებს საყვარელ ადამიანს და პასუხად ელოდება, რომ მოულოდნელობებით მასაც გაანებივრებენ. 

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: საკუთარ თავთან




შებრძოლება მოგიწევთ. გაიმარჯვებთ თუ არა, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

შესაძლოა კარიერის აწყობა სიზარმაცის გამო ვერ მოახერხოთ და მთელი ცხოვრება ინანოთ, ამიტომ აჯობეთ ყველა იმ გასართობს, რომელიც ყურადღებას გიფანტავთ, თუნდაც სოციალურ ქსელს ან მეგობრებთან ერთად ჭორაობას, თამაშს, ფოტოების უმიზნოდ და უშინაარსოდ გადაღებას, მერე კი ფოტოშოპით დამუშავებას. შესაძლოა დაკარგოთ შეყვარებული/მეუღლე   დრამატული ჩხუბისას.





სიკვდილი (04:00 - 04:59 სთ)


სინამდვილეში ხართ: სიკვდილი, სამართლიანი და ეთიკური. ინტროვერტობით გამოირჩევით.
არ გიყვართ გრძნობების აფიშირება, სიხარულის ან წუხილის გამოხატვა. თავისუფლება გიყვართ და მისი შეზღუდვის უფლებას არავის მისცემთ. თავდაჯერებულობა გაკლიათ, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად შეიძენთ.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბედნიერებისთვის გჭირდებათ ოჯახი და სახლი.


რა წერია თქვენს ბედის წიგნში: შეხვდებით ადამიანს, რომელიც თავდავიწყებით შეგიყვარდებათ. ის თქვენს სულსა და არსებას ამოიცნობს. დაგეხმარებათ იპოვოთ პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც ძალიან გაწუხებთ.

ჰობი თქვენი შემოსავლის წყარო გახდება. საყვარელი ადამიანის გამო პრინციპებს გადააბიჯებთ. 35-45 წლის ასაკში კაპიტალის დაგროვებას მოახერხებთ. გიღალატებთ მეგობარი, რომელსაც ენდობოდით.

Astrologia



ირემი (05:00 - 05:59 სთ.)

 

სინამდვილეში თქვენ ხართ: ირემი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია პრესტიჟი, აღიარება, თავის დამკვიდრება მაღალ ეშელონებში, მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი მორცხვი და საკმაოდ თავშეკავებულია. 


რა წერია თქვენს ბედის წიგნში: ადამიანი, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებთ მაღალი წრის წარმომადგენელი არ იქნება, ან დაკარგავს ქონებასა და სტატუსს. მრავალი წლის შემდეგ,  როდესაც სიკვდილს თვალებში ჩახედავთ, ცოტას ინანებთ, რომ პრიორიტეტებს ყოველთვის  სწორად  არ ანაწილებდით.





კურდღელი (06:00-06:59 სთ)


თქვენ სინამდვილეში ხართ: კურდღელი, რომელიც სამეგობრო წრის გული და სულია! ამ ადამიანს შეუძლია ყველას სასურველად და განსაკუთრებულად აგრძნობინოს თავი, ამიტომ მაგნიტივით იზიდავს ადამიანებს. კურდღელი, ჩვეულებრივ, შრომისმოყვარეა, მაგრამ იდეალურად იცავს ოქროს შუალედს საქმესა და პირად ცხოვრებას შორის.


რა წერია თქვენს ბედის წიგნში:
ცხოვრების სადავეებს საკუთარ ხელში აიღებთ. დინების საპირისპირო მიმართულებით იცურებთ. ოდესმე ჩამოშორდებით სამეგობრო წრეს, რადგან თქვენი ცხოვრების გზები გაიყოფა ან შეხედულებები რადიკალურად შეგეცვლებათ. დაძლევთ  შიშს, რომელიც თქვენი ყველაზე დიდი მტერი იყო. 





 

წყალი (07:00 - 07:59 სთ)


სინამდვილეში თქვენ ხართ: წყალი, უკიდურესად ემოციური და შეუჩერებელი. თუ წყალს უყვარდება, უყვარდება ყველა ატომით, თუ სძულს, სიძულვილი გამჯდარი აქვს ძვლის ტვინშიც კი. მას სიმშვიდეში ცოხვრება არ შეუძლია. მუდამ ღელავს, როგორც ოკეანე ან ზღვა. 

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: ცხოვრებაში ერთხელ მაინც გული ათას ნაწილად დაგეშლებათ, რადგან ძალიან გაგიცრუებენ იმედს და ხალხისადმი  ნდობას დაგაკარგვინებენ.  იყოლიებთ შინაურ ცხოველს, რომელიც ერთგულ მეგობრობას  გაგიწევთ. მოგიწევთ მოუაროთ მოხუცს ან ბავშვს, რომელიც მისდაუნებურად დიდ ცხოვრებისეულ  გამოცდილებას  შეგძენთ. 

Astrologia

 

ძაღლი (08:00 - 08: 59 სთ)

 

თქვენ სინამდვილეში ხართ: ძაღლი, რომელსაც სწამს, რომ ადამიანების დასახმარებლად გაჩნდა.

ის გარშემო მყოფებს ყოველთვის უანგაროდ ეხმარება. "ჯერ სხვა და მერე მე" - ამ აზრით ხელმძღვანელობს, რის გამოც ხშირად ზარალდება, მაგრამ უარს ამბობს შეცვლაზე.

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: ძალიან მამაცები არიან. არ ერიდებიან საკუთარი აზრის  გამოთქმას. ამ ნიშნით ხშირად  იბადებიან პატრიოტები.





მაიმუნი (09:00 - 09:59 სთ)


სინამდვილეში თქვენ ხართ: მაიმუნი, უშუალო და მხიარული. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ბრწყინვალე გარეგნობით არიან დაჯილდოებული, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეხმარება წინსვლაში.

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: ადამიანები ეცდებიან თქვენს გამოყენებას. მათში აღძრული  შური დაგინგრევთ ურთიერთობას, უკან დაგხევთ საქმეში.  




ბალახი (10:00 - 10:59 სთ)


თქვენ სინამდვილეში ხართ: ბალახი, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე იდუმალი და  ამოუცნობი. რთულია თქვენი სულის შეცდომა, ამიტომ ადამიანები უცნაურად მიგიჩნევენ. ისინი ან ჭკუას კარგავენ თქვენზე, ან ჭირივით გიძლებენ. ბალახს შეუძლია ყველა სურვილი აისრულოს, მაგრამ მიზნისკენ დინჯად მიიწევს. სჯერა, რომ "მოჩქარეს მოუგვიანდება".

რა წერია თქვენს ბედის წიგნში: თქვენი ცხოვრება არაგეგმიურად განვითარდება. რამდენი გეგმაც არ უნდა შეადგინოთ, ყოველთვის რაღაც ისეთი მოხდება, რასაც არ ელოდით. ზოგჯერ რეალობა თქვენს ოცნებებსაც კი აჯობებს, მაგრამ მოხვდებით სიტუაციებში, რომელიც ძალას გამოგაცლით და თავს ზღვარზე გაგრძნობინებთ.


ბედის წიგნში აღნიშნული მოვლენები შესაძლოა უკვე მოხდა კიდეც თქვენს ცხოვრებაში.

წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა