ზეფირი
ინგრედიენტები
ვაშლი - 4ც
შაქარი - 700გ
აგარ-აგარი - 4ჩ/კ
კვერცხის ცილა - 1ც
ვანილის შაქარი - 1ჩ/კ
შაქრის პუდრა - ამოსავლებად
წყალი - 150გ
მომზადების წესები
4 ჩაის კოვზ აგარ აგარს დავასხათ 150გ წყალი და გავაჩეროთ 1 საათი.4 ვაშლი, სასურველია ანტონოვკა ან გრენი სმიტი,გავფცქვნათ,გამოვაცალოთ კურკები,დავჭრათ კუბიკებად და თავდახურული ჭურჭლით შევდგათ მიკროტალღურ ღუმელში 6-7 წუთით,ან შეიძლება დავასხათ ცოტა წყალი და შევდგათ დაბალ ცეცხლზე ცოტა ხნით,სანამ კარგად დარბილდება.გამომცხვარი ვაშლი დავამუშავოთ ბლენდერით.მოხარშული კი ჯერ მოვათავსოთ საწურავზე,რომ დაიწრიტოს ზედმეტი წყალი და შემდეგ ავთქვიფოთ ბლენდერით.დავუმატოთ 250 გრ შაქარი ,მწიკვი ვანილი და ისევ ავთქვიფოთ.მასა უნდა გავატაროთ საცერში.აგარ აგარი გავდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.დავამატოთ 450 გ შაქარი და ვადუღოთ 6-7 წუთი,სანამ სიროფი კოვზიდან არ დაიწყებს წვრილ ძაფად ჩამოკიდებას.თერმომეტრით ეს იქნება 110 გრადუსი.სანამ სიროფი იხარშება გამუდმებით უნდა ვურიოთ და თან პარალელურად უნდა აითქვიფოს ვაშლის პიურე.ეს ხდება ერთდროულად.ვაშლის პიურეში უნდა ავურიოთ ნახევარი კვერცხის ცილა და ჯერ ისე ვთქვიფოთ 1-2 წუთი.შემდეგ დანარჩენი ცილაც ჩავასხათ და ავთქვიფოთ სანამ მასა არ გათეთრდება და გაორმაგდება.ამასობაში სიროფიც იქნება მზად და თქვეფის შეუჩერებლად ჩავასხათ ამ მასაში წვრილ ჭავლად ნელ ნელა.კიდევ ვთქვიფოთ 7-8 წუთი სანამ მასა კარგად არ გასქელდება და დაიჭერს ფორმას.შემდეგ გადავიტანოთ კულინარიულ ტომარაში და პერგამენტზე დავსვათ.გავაჩეროთ მინიმუმ 12 საათი.უკეთესია თუ 24 საათი არ ვახლებთ ხელს,რომ კარგად გაშრეს.შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა და შევაწებოთ ორი ზეფირი ერთმანეთს.ინახება თავდახურულ ჭურჭელში მაცივრის გარეშე.გემრიელად მიირთვით