თეგებით ძიება

ძალიან ფაფუკი ჯემიანი ფუნთუშები

ინგრედიენტები
ფქვილი - 500 გ
საფუარი - 25 გ
რძე ან წყალი - 3/4 ჭიქა
შაქარი - 2 ს/კ
კვერცხი - 2 ცალი
მარილი - 1/2 ჩ/კ
შიგთავსი:
სხვადასხვა კენკრა - 1,5 ჭიქა
შაქარი - 1/2 ჭიქა
ფორთოხლის ცედრა - 1 1/2 ჩ/კ


მომზადების წესები


1) გახსენით საფუარი 1/2 ჭიქა რძეში ან თბილ წყალში.დაუმატეთ ფქვილის ნახევარი , აურიეთ კარგად და დადგით თბილ ადგილას 1-2 საათი.

 

клюквенные веночки

 

2)  2 საათის შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი სითზე (რძე ან წყალი),კვერცხი,შაქარი და მარილი. ასევე,დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი. ნელ-ნელა ურიეთ და საბოლოოდ,დაუმატეთ კარაქი.  ცომი იქამდე მოზილეთ, სანამ მიხვდებით, რომ ხელს არ ეკვრის. ამის შემდეგ თავზე გადააფარეთ და შედგით მაცივარში 2 საათით.

клюквенные веночки

 

3) სანამ ცომი მომზადდება, დააბლენდერეთ ნებისმიერი კენკრა,მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა, ,შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე, ურიეთ მანამ,სანამ არ გასქელდება.

клюквенные веночки

 

клюквенные веночки

 

4)გამოიღეთ ცომი მაცივრიდან. გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე , გადაუსვით შიგთავსი და გადაკეცეთ, როგორც ფოტოზეა მოცემული 

клюквенные веночки

 

клюквенные веночки

5) როცა ისე დაჭრით, როგორც ფოტოზეა მოცემული, გადაკეცეთ რამდენჯერმე და მიიღებთ სასურველ ფორმას. დაალაგეთ ფუნთუშები ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 210 გრადუსზე,12-15 წუთის განმავლობაში.

клюквенные веночки

როცა გამოცხვება,მოაყარეთ შაქრის პუდრა



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა