ფრანგული ბლინები საიდუმლო ინგრედიენტით - გააოცეთ სტუმრები!
ინგრედიენტები
კვერცხი - 3 ცალი
თბილი წყალი - 150 მლ
რძე - 250 მლ
ფქვილი - 200 გ
შაქარი - 3 ს/კ
მარილი - მწიკვი
ყაყაჩოს თესლი - 25 გ
მცენარეული ზეთი - 3 ს/კ
მომზადების წესები
1) ჩაასხით ჯამში თბილი წყალი და დაუმატეთ მარილი და შაქარი.
2) დაუმატეთ კვერცხი და ადღვიბეთ კარგად.
3) ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი,თან ურიეთ.
4) ახლა კი თბილი რძე დაუმატეთ და კარგად ურიეთ.
5) დაუმატეთ მცენარეული ზეთი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ყაყაჩოს თესლი ( რუსულად мака),მას ხშირად გამოიყენებენ კულინარიაში, თუმცა თუ არ გაქვთ, არ არის აუცილებელი :)
6) წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე კარგად დაბრაწეთ ბლინები.
გემრიელად მიირთვით!