თეგებით ძიება

მარტივად მოსამზადებელი კეფირის ტორტი, რომლის გემო არასოდეს დაგავიწყდებათ

ინგრედიენტები
ცომისთვის:
კვერცხი - 3 ცალი
კეფირი - 1 ჭიქა
შაქარი - 1 ჭიქა
სოდა ან გამაფხვიერებელი - 0.5 ჩ/კ
ფქვილი - 2 ჭიქა
კაკაოს ფხვნილი - 1 ჩ/კ
კრემისთვის:
არაჟანი - 500 გ
შაქარი - 100 გ

მომზადების წესები

ცომისთვის ავდღვიბოთ ყველა ინგრედიენტი ერთად, მასა უნდა გავდეს სქელ არაჟანს.

 


 

 

გაყავით ცომი ორ ნაწილად და ერთ-ერთს დაუმატეთ კაკაო.


 

 

გამოაცხვეთ ორივე მათგანი (მიეცით მრგვალი ფორმა),გააციეთ და შემდეგ ისევ გაჭერით თითოეული მათგანი ორ თხელ ნაწილად.

 


 

 

კრემის მოსამზადებლად აიღეთ თასი და აურიეთ არაჟანი და შაქარი ფრთხილად . შეგიძლიათ,დაუმატოთ წვრილად დარილი თხილეული.

 


 

დაკრემეთ ნამცხვარი ,ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ კაკაოს ფხვნილი ან შაქრის პუდრა. იმისათვის, რომ ფენებმა კრემი შეიწოვოს, შედეთ მაცივარში 2 საათით.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა