თეგებით ძიება

ფოლგაში შემწვარი სკუმბრია

ინგრედიენტები
ოხრახუში - 1 კონა
ხახვი - 1
სკუმბრია - 2 ცალი
ლიმონის წვენი - 2 ს.კ
მარილი და პილპილი

მომზადების წესები
სკუმბრია გავრეცხოთ, გავასუფთავოთ. წავუსვათ მარილი, პილპილი და მოვასხათ ლიმონის წვენი, შიგნიდანაც და გარედანაც.
დავჭრათ მწვანილი და ხახვი, ჩავულაგოთ თევზს მუცელში.
თევზები შევახვიოთ ფოლგაში და შევწვათ 200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი.
იგივენაირად შეგვიძლია მოვამზადოთ კალმახი, სქელშუბლა და სხვა თევზეული


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა