კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 8-14 აპრილი
გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს:
კირჩხიბი
ამ კვირაში შესაძლოა შეგაწუხოთ ნერვულმა სისტემამ, ღვიძლმა ან შარდის ბუშტის ინფექციამ. დასაქმებულ კირჩხიბებს შემოაწვებათ სიზარმაცე და მოეჩვენებათ, რომ არსებული გამოწვევევბის წინაშე უძლურები არიან. სწორედ ეს გახდება პროფესიული განვითარების ბიძგი. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები, სანაცნობო წრის გაფართოება. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. კარგი პერიოდია ბიზნესის წამოსაწყებად ან გასაფართოებლად. წარმატება გელოდებათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში. თქვენ და თქვენი პარტნიორი ურთიერთობის დალაგებას შეეცდებით, რაც დიდ როლს ითამაშებს თქვენი საერთო მომავლის შექმნაში. კირჩხიბები, რომლებსაც ოჯახის შექმნა სურთ, გულის სიღრმეში თუ გაცხადებულად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ქორწილს უკავშირდება.
ლომი
ამ კვირაში შესაძლოა შეგაწუხოთ თვალებმა, სახსრების ტკივილმა, თირკმელებმა. იზრდება ტრამვების მიღების ალბათობა,გამორიცხული არ არის, რომ სერიოზულად დაიზიანოთ ხელი. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისთვის, სამსახურში თავის გამოჩენისთვის. ამ კვირაში ელოდეთ შემოსავალს. თქვენი დამსაქმებელი გადაწყვეტს ახალი მოვალეობები დაგაკისროთ, რის ხარჯზეც თქვენი სტატუსიც გაიზრდება და ხელფასიც. იმ ლომებს, რომლებმაც სამსახურის დაწყების თაობაზე განცხადება გააგზავნეს, აუცილებლად დაურეკავენ და გასაუბრებაზე დაიბარებენ.
ქალწული
დაქორწინებული ქალწულები ოჯახის სიტკბოს სრულად შეიგრძნობენ და მიხვდებიან, რომ ცხოვრებაში ყველაზე სწორი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქორწინება იყო. ამ ნიშნით დაბადებული მარტოხელა ადამიანი ცხოვრების მეგზურს შეხვდება ამ კვირაში. ასე რომ, კარგად მოემზადეთ ძირეული ცვლილებებისთვის და სიყვარულისთვის. სიყვარული დიდი პასუხისმგებლობაა, ურთიერთობის შენებასა და შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. სტუდენტები, რომლებიც სკოლაში ან უნივერსიტეტში სწავლობენ, საუკეთესო ქულებს მიიღებენ.
სასწორი
აღმავლობებისა და დაცემის კვირაა... დარწმუნდებით, რომ ცხოვრება გულის ცემას ჰგავს - ხან ჩქარდება და ნიშნული მაღლა იწევს, ხანაც ნელდება და დაბლა ეშვება. ამ პერიოდში გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდებათ. სამსახურში დიდი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. ბევრი სასწორი თავაუღებლად იმუშავებს სასურველი შედეგის მისაღებად. ელოდეთ პოზიტიურ ფინანსურ ცვლილებებს, შესაძლოა ჩაგერიცხოთ პრემია, ჰონორარი ან გაგიჩნდეთ ახალი შემოსავლის წყარო.
მორიელი
კვირის შუა დღეებში შფოთი შემოგიტევთ, მაგრამ ნეგატიური ფიქრების მოშორება და საქმეზე კონცენტრირება უნდა შეძლოთ. შეგაწუხებთ გული ან წნევა. სამსახურში მხარს დაგიჭერენ კოლეგები ან უფროსი. ერთი ოჯახური საკითხი გექნებათ გადასაჭრელი. ამ პერიოდში კიდევ უფრო დაახლოვდებით მეგობრებთან. შესაძლოა იგრძნოთ, რომ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები გაკისრიათ და განსხვავებულად დაიწყოთ მსჯელობა რიგ საკითხებზე. ამ კვირაში მოგიწევთ სერიოზულად ჩაუჯდეთ სამეცადინოს, თორემ იმედგაცრუება გარდაუვალია.
მშვილდოსანი
ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, თორემ ამ კვირაში კრიტიკული პერიოდი დაგიდგებათ.
ნუ მიირთმევთ ცხიმიან ან საეჭვო საკვებს, არ გადაათენოთ ღამეები, ნუ იმუშავებთ არანორმალური რეჟიმით. მოსალოდნელია მაღალი წნევა. თქვენი შემოსავალი და გასავალი დაბალანსებული იქნება, ამიტომ არც გაგიჭირდებათ და არც მეფესავით უდარდელად იცხოვრებთ. შესაძლოა ფული დააბანდოთ ოქროში ან ვერცხლში. ნუ შეიძენთ ბინას ან საოფისე ფართს. დიდი ალბათობით დაგეგმავთ მოგზაურობას ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად.
თხის რქა
თუ რაიმე დაავადება გაწუხებთ, ამ კვირაში სრულიად განიკურნებით. მენეჯერი ან მმართველი თხის რქები
კმაყოფილი იქნებიან თავიანთი თანამშრომლებით. ამ ნიშნით დაბადებულთა კარიერისთვის შესანიშნავი პერიოდია,
აი ბიზნესისგან კი დიდ შემოსავალს ნუ ელით. ამ პერიოდში მოსალოდნელია მოლაპარაკებები უცხოელთან ან ადმაიანთან, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. თხის რქები, რომლებსაც ფინანსურად უჭირთ, გამოსავალს იპოვიან.
მერწყული
არაჩვეულებრივი კვირა გელოდებათ! პარტნიორული ურთიერთობა თქვენთვის ასეთი სასიამოვნო არასდროს ყოფილა! საყვარელი ადამიანი მხარს დაგჭერთ, ყველაფერში დაგეხმარებათ და თქვენი ბედნიერებისთვის უკან არაფერზე დაიხევს. გაძლიერდებით ფინანსური კუთხით. შეგიძლიათ თავისუფლად
იმოქმედოთ, რადგან თქვენს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. სამსახურში დაწინაურების შანსი გეძლევათ. დაინახავთ, რომ თქვენი სტარტაპი ან ბიზნესი სწრაფად პროგრესირებს.
თევზები
სამსახურში წარმატებას მიაღწევთ, რადგან გაიზრდება თქვენი პროდუქტიულობა. მოახერხებთ უფროსის გული მოიგოთ. წყვილი, რომელსაც ძალიან უყვარს ერთმანეთი ან ქორწინება სურს, მიზანს მიაღწევს და ჯვარს დაიწერს ან ხელს მოაწერს. თქვენი ბიზნესი აყვავდება! 8, 10 და 13 აპრილს მოახერხებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების სარფიანად გადაწყვეტას. 7 და 9 აპრილი აღმოჩნდება საუკეთესო პერიოდი შვილთან ურთოიერთობისა და მისი პიროვნული ზრდისთვის.
ვერძი
მოგიწევთ პარტნიორს თვალდახუჭული ენდოთ. ზედმეტი შეკითხვებისა და გამოძიებისგან თავი შეიკავეთ, სწორედ ასე გადაარჩენთ თქვენს ურთიერთობას. სხვა შემთხვევაში მოემზადეთ ომისთვის, რომელიც მსხვერპლის გარეშე არ დასრულდება. ზოგიერთ ვერძს მშობელთან კონფლიქტი არ ასცდება. ბისნეზმენი ვერძები მივლინებაში გაემგზავრებიან. რამდენად წარმატებული აღმოჩნდება საქმიანი მოგზაურობა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. ამ კვირაში თქვენს ხელში აღმოჩნდება თანხა, რომელსაც არ ელოდით.
კურო
დაქორწინებული კურო გაიგებს, რომ დედა/მამა გახდება! ყველა იმ სირთულის მიუხედავად, რომელიც ბავშვის ყოლას სდევს თან, იცოდეთ რომ თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი იწყება! სწორედ ახალ შეიცნობთ ცხოვრების არსსა და ნამდვილ სიყვარულს. გაიგებთ, რომ იმაზე ძლიერი ხართ, ვიდრე გეგონათ. მსახიობი კუროებისთვის ძალიან კარგი კვირაა, ელოდეთ მნიშვნელოვან როლს ან შემოთავაზებას, რომელიც ფინანსურ პრობლემებს გადაგიჭრით. ასევე, წარმატება იმ კუროების თანამგზავრიც გახდება, რომლებიც მედიაში - ტელევიზიაში, რადიოში ან პრესაში - მუშაობენ.
ტყუპი
პოზიტიური პერიოდია თქვენი პირადი ცხოვრებისთვის. მართალია, კვირის დასაწყისში თქვენსა და პარტნიორს შორის პრობლემები წარმოიქმნება, მაგრამ მათ მოგვარებას შეძლებთ. თანამშრომლებს ესაუბრეთ თავაზიანად და არ ეუხეშოთ მაშინაც კი, თუ გაგაბრაზებენ. ფულის დაბანდებას აპირებთ? ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. საშუალება მოგეცემათ ოჯახის წევრებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ, ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, თორემ მომავალში ინანებთ. სტუდენტ ტყუპში იმძლავრებს კონცენტრაცია და სწავლას მიუძღვნის მთელ კვირას.
წყარო: astrologi.ambebi.ge