თეგებით ძიება

ტორტის ბისკვიტი

ინგრედიენტები
შაქარი - 1 ჭიქა
შაქარი - 1 ჭიქა
კვერცხი - 4 ცალი
ვანილი - გემოვნებით

მომზადების წესები
მომზადების წესი: კვერცხის ცილა და გული ფრთხილად გააცალკევეთ. ცილა ჯამში მოათავსეთ და მიქსერის დაბალი სიჩქარით თქვეფა დაიწყეთ. ნელ-ნელა (თითო სუფრის კოვზობით) დაუმატეთ შაქარი და ბოლოს ვანილი. როცა ცილოვანი მასა კარგად აფუმფულდება და გამკვრივდება (გადმობრუნებისას, ჯამის კედლებიდან არ უნდა დაცურდეს), თქვეფის შეუჩერებლად დაუმატეთ თითო კვერცხის გული. ორი წუთი კიდევ თქვიფეთ და მიქსერი გამორთეთ. ათქვეფილ მასას ფქვილი საცრის დახმარებით დაუმატეთ და ხის კოვზით ფრთხილად, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, ამოურიეთ. გამზადებული ცომი ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით და 190-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 20-25 წუთით მოათავსეთ. გახსოვდეთ, რომ ცხობის დასრულებამდე ღუმელის კარი არ უნდა გამოაღოთ, თორემ ბისკვიტი აუცილებლად „ჩავარდება“. გამომცხვარი ბისკვიტი ფორმიდან ფრთხილად ამოიღეთ და გააგრილეთ. ჩვენს რეცეპტს ზუსტად თუ მიჰყვებით და ყველა მითითებას ზუსტად შეასრულებთ, ბისკვიტი ფაფუკი და ჰაეროვანი გამოვა. ამ ბისკვიტით შეგიძლიათ მოამზადოთ ხილის, შოკოლადის, მარწყვის, კარამელის, ნიგვზისა და ნებისმიერი სხვა ტორტი. გემრიელად მიირთვით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა