უგემრიელესი და ცეცხლოვანი საზაფხულო სასმელი, რომელიც ნამდვილად გადაგატანინებთ ზაფხულის სიცხეს. ინგრედიენტები წითელი ღვინო - 1,2 ლ ფორთოხალი - 2 ცალი ლიმონი - 1 ცალი ფორთოხლის წვენი - 1 ცალი დარიჩინის ჩხირი - 1 ცალი კონიაკი (ან ბრენდი) - 50 მლ გაზიანი ან ჩვეულებრივი, მინერალური წყალი - 200 მლ შაქარი - 5 სკ ან გემოვნებით
მომზადების წესები 1. ფორთოხალი და ლიმონი დაჭერით რგოლებად, ჩაყარეთ დოქში, ოდნავ დასრისეთ, ჩაამატეთ შაქარი, 1 ფორთოხლის წვენი, 1 ღერი დარიჩინი (შეგიძლიათ დაამატოთ სეზონური ხილი). დაასხით ღვინო და კონიაკი, დააფარეთ თავი და შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათი.
2. დრო რომ გავა, ამოიღეთ დარიჩინის ღერი, დაამატეთ წყალი და კარგად აურიეთ.