რძის კოქტეილი შოკოლადით – გემრიელი სასმელი ყველა ასაკისთვის
მართალია, ზაფხული დიდი ხანია დამთავრდა, მაგრამ ვინ იტყვის თუნდაც ახლა უარს შოკოლადიან კოქტეილზე? ინგრედიენტები რძე - 200 მლ შოკოლადი - 40 გ კაკაო - 1 ს/კ ყინული - გემოვნებით და სურვილისამებრ
მომზადების წესი: გახეხეთ შოკოლადი წვრილ სახეხზე. შემდეგ შეიკერში აურიეთ რძე, კაკაო და დამტვრეული ყინული, თქვიფეთ დაახლოებით 5-7 წუთი. ჩამოასხით კოქტეილი ჭიქებში და მოაყარეთ ზემოდან გახეხილი შოკოლადი.