ტორტი პანჩო ალუბლით
ინგრედიენტები
ბისკვიტი:
კვერცხი - 5 ცალი
შაქარი - 200 გ
ფქვილი - 250 გ
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
კრემი:
არაჟანი - 700 გ
შაქრის პუდრა - 150 გ
ალუბალი - 300 გ
ნუში - 100 გ
მომზადების წესები
კვერცხები და ცილა გავაცალკევოთ. ცილა ავთქვიფოთ ბეზეს მიღებამდე, დავუმატოთ შაქარი და ვთქვიფოთ სანამ ბოლომდე გაიხსნება.
ნელ-ნელა კვერცხის გულები დავუმატოთ. ბოლოს კოვზით შევურიოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.
მასა დავასხათ ღუმლის ტაფაზე და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 20წთ. გავაცივოთ. გავჭრათ შუაზე ორ ფენად, ერთი ფენა შევინახოთ
ტორტის ასაწყობად, ხოლო მეორე დავჭრათ კუბებად. მოვამზადოთ კრემი - არაჟანს დავუმატოთ შაქრის პუდრი და მსუბუქად ავთქვიფოთ ხელის სათქვეფელათი. დავაყაროთ დაფქული ნუში და კურკაგამოცლილი ალუბალი.
მრგვალ თასში ჩავაფინოთ საკვები ცელოფანი რომ ადვილად გადმოვიღოთ ბოლოს ნამცხვარი.
დავდოთ ცოტა კრემი, შემდეგ დაჭრილი ბისკვიტი და ასე ფენებად გავიმეოროთ ბოლომდე. ბოლოს ზემოდან დავადოთ მთლიანი ბისკვიტის ფენა.
გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 5-6 სთ.