თეგებით ძიება

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი რუტინული საქმეების შესრულებისას ხშირად დაისვენეთ. საინტერესო დღე ელით მოგზაურობის დროს, საზღვარგარეთ მყოფ ნიშნებს. საინტერესო ადამიანებთან გელით საუბარი; ზოგს - რომანი.
კურო
დღეს ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებთ, მაგრამ მაინცდამაინც ნუ ენდობით ყველას. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას, სწავლისას და მგზავრობისას.

ტყუპი
ახალგაცნობილებს გულს ნუ გადაუშლით. შეიძლება მანიპულატორები ან აფერისტები გამოდგნენ. დეზინფორმაციას რომ დააღწიოთ თავი ყურადღებით იყავით. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება გაგაშაყიროთ.

კირჩხიბი
საქმიან შეხვედრებზე არ დააგვიანოთ. ზოგიერთს ყურადღება მართებს დაბნეული თანამშრომლების მიმართ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. თუ ძველი მეთოდები მოგბეზრდათ, ექსპერიმენტებს მიმართეთ.

ლომი
შემოქმედებითი იდეების განხორცილების დღეა. საკუთარ თავს ოცნებასა და ფანტაზიას ნუ დაუშლით. დასვენება აირჩიეთ რომანტიკული, ახალ შთაბეჭდილებებით დახუნძლული.

ქალწული
ახალგაცნობილებთან სიფრთხილე გმართებთ. სანამ მათზე სრული დოსიე არ გექნებათ, საერთო პროექტებზე მუშაობას ნუ დაიწყებთ. საოჯახო საქმეები ოჯახის წევრებთან ერთად შეასრულეთ.

სასწორი
გაგიმძაფრდებათ ინტერესი უჩვეულო ამბებისა და ჭორებისადმი. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, საჭესთან.
არსად დააგვიანოთ. არ დაკარგოთ მნიშვნელოვანი წვრილმანები.

მორიელი
თქვენთვის საჭირო ინფორმაციას ორიგინალური ხერხით მოიძიებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ზოგიერთს მოულოდნელად გაუმართლებთ, შეიძლება ლატარიაში მოიგოთ.

მშვილდოსანი
ძველი საქმეები ახალი ხერხებით უნდა მოაგვაროთ და თანამოზრეებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. შემოქმედებითი იდეების განხორცილებაში მეტი ფანტაზია გამოიყენეთ.

თხის რქა
არ აჰყვეთ ჭორებსა და ინტრიგებს. იყავით მეტად ორიენტირებული საქმეების მოგვარებაზე. ზოგიერთს გადაუდებელი ვალდებულებების გამო დღის რეჟიმის დარღვევა მოუწევს.

მერწყული
ოფიციალური შეხვედრების დროსაც კი მეგობრული უნდა იყოთ. თუმცა, ზომიერმა კრიტიკამ შეიძლება თქვენი კოლეგები გამოაფხიზლოს. ფული მოზომილად ხარჯეთ.

თევზები
ბოლომდე ნუ ენდობით მათაც კი, ვისთანაც დიდხნიანი თანამშრომლობა გაკავშირებთ. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია. რთულ სიტუაციაშიც კი მეტად უნდა გამოავლინოთ იუმორის გრძნობა.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა