თეგებით ძიება

მოსალოდნელია რევოლუციური ცვლილებები, დაძაბულობა და კონფლიქტები - რას გვიმზადებს 16 ნოემბრის სავსემთვარეობა?

16 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სის დრო­ით 1:29 სა­ათ­ზე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა (გან­ვი­ხი­ლოთ მე­სო­ა­მე­რი­კუ­ლი ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით). ეს 2024 წელ­ში ბო­ლოს­წი­ნა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაა და მას ინ­დი­ე­ლე­ბი თახ­ვის მთვა­რეს უწო­დე­ბენ. თახ­ვე­ბი ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის მდი­ნა­რე­ებ­ზე სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში იწყე­ბენ "კაშხლე­ბის" მშე­ნებ­ლო­ბას, რათა ზამ­თრის­თვის მო­ემ­ზა­დონ. სიმ­ბო­ლუ­რად ეს მი­ა­ნიშ­ნებს ემო­ცი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მა­რა­გის შექ­მნას, რათა უფრო "მძი­მე პე­რი­ო­დის­თვის" მზად აღ­მოვ­ჩნდეთ. ეს არის ემო­ცი­უ­რი დაც­ვა, მზად­ყოფ­ნა და ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, რაც თა­ვის მხრივ უკავ­შირ­დე­ბა ღრმა და ინ­ტენ­სი­ურ გან­ცდებს.

ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კუ­როს ნი­შან­ში იქ­ნე­ბა. ეს არის პრაქ­ტი­კუ­ლი და რე­ა­ლის­ტი ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც "მყა­რად დგას მი­წა­ზე" და არ­სად არ ეჩ­ქა­რე­ბა. მას თა­ვი­სი ტემ­პო-რიტ­მი გა­აჩ­ნია, რო­მე­ლიც ხში­რად შე­ნე­ლე­ბუ­ლია. ამი­ტომ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მოხ­დე­ბა ნელა, თუმ­ცა მყა­რად და პრაქ­ტი­კულ ჭრილ­ში. ეს ეხე­ბა რო­გორც გლო­ბა­ლურ, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­კი­თხებს.

15-16 ნო­ემ­ბერს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ხდე­ბა ურან­თან შე­ერ­თე­ბა­ში, ამ დღე­ებ­ში მზეც ურან­თან ოპო­ზი­ცი­ა­ში შე­დის. ეს პე­რი­ო­დი ემო­ცი­უ­რი პი­კია, შე­საძ­ლოა ამან მოვ­ლე­ნე­ბის აფეთ­ქე­ბა, კონ­ფლიქ­ტი ან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტა გა­მო­იწ­ვი­ოს. ამ დროს მა­ტუ­ლობს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა და სურ­ვი­ლი, რომ ყვე­ლა ბა­რი­ე­რი და­ინ­გრეს. შე­საძ­ლოა და­ი­შა­ლოს არას­ტა­ბი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, გარ­თულ­დეს სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბა ფი­ნან­სურ ბა­ზარ­ზე და ბიზ­ნეს­ში. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ხდე­ბა კუ­როს 24-ე გრა­დუს­ში, რაც კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და ფი­ნან­სებს. რთუ­ლი გახ­დე­ბა პრობ­ლე­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი – და­ძა­ბუ­ლო­ბა, პრო­ტეს­ტე­ბი და კონ­ფლიქ­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

თუ ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას თბი­ლი­სის დრო­ზე გად­მო­ვი­ტანთ, მი­ვი­ღებთ 3-9 სახ­ლე­ბის სინ­თეზს, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სი­ტყვებს "აქ" და "იქ". რე­ა­ლუ­რად, ეს არის ინ­ფორ­მა­ცია, კო­მუ­ნი­კა­ცია, ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა გა­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა ჩვენს რე­ა­ლო­ბას (აქ) და უცხო­ეთს, უცხო­ე­ლებს შო­რის (იქ). ეს მი­ა­ნიშ­ნებს ჩვენს პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ზე, რო­მელ­შიც კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა უცხო­ე­თის ფაქ­ტო­რი. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს გავ­ლე­ნა არა თუ სუს­ტდე­ბა, არა­მედ პი­რი­ქით, გაძ­ლი­ერ­დე­ბა.

ამ ყვე­ლაფ­რის გვერ­დით, ცის კა­ბა­დონ­ზე ნარ­ჩუნ­დე­ბა მარ­სი-პლუ­ტო­ნის ოპო­ზი­ცი­აც, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა მა­ღალ დი­ნა­მი­კას, და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებს, და­პი­რის­პი­რე­ბებ­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ შე­ტა­კე­ბებს. ცხა­დია, ისევ მა­ღა­ლი რჩე­ბა ტექ­ნი­კუ­რი ავა­რი­ე­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის ალ­ბა­თო­ბაც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მსგავს ად­გი­ლებ­ში ცხოვ­რობს ან უხ­დე­ბა ყოფ­ნა, სიფრ­თხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს:

• კუ­რო­ებ­ზე;

• ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც პი­რად ჰო­როს­კოპ­ში კუ­როს დიდი გავ­ლე­ნა აქვთ (ას­ცენ­დენ­ტი, მთვა­რე, სტე­ლი­უ­მი, ჰო­როს­კო­პის მმარ­თვე­ლი, შავი მთვა­რე);

• მო­რი­ე­ლებ­ზე (გან­სა­კუთ­რე­ბით 12-22 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე);

• იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვი­საც პი­რად ჰო­როს­კოპ­ში კუ­როს 21-27 გრა­დუ­სებ­ში რო­მე­ლი­მე პლა­ნე­ტა იმ­ყო­ფე­ბა;

• ლო­მებ­სა და მერ­წყუ­ლებ­ზე;

• იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი, ანუ პი­რად ჰო­როს­კოპ­ში მზე-მთვა­რის ოპო­ზი­ცია აქვთ.

ზო­დი­ა­ქოს და­ნარ­ჩენ ნიშ­ნებ­ზე ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის გავ­ლე­ნა მი­ნი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

თუ მა­ი­ას კა­ლენ­დარს, კონ­კრე­ტუ­ლად კი ცოლ­კინს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ეს არის ჩი­ჩა­ნი (ჩი­ჩე­ნი), ანუ ზე­ცი­უ­რი გვე­ლი. ეს მი­ა­ნიშ­ნებს "ზე­ცი­ურ წყალ­ზე" (წყა­ლო­ბა?), რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს სიბ­რძნეს, სი­კე­თე­სა და სი­უხ­ვეს მი­ა­გებს. თუმ­ცა მი­წი­ურ სამ­ყა­რო­ში (ნე­გა­ტი­ურ ას­პექ­ტში) ზოგ­ჯერ ეს არის ია­გუ­ა­რი. ამი­ტომ ის ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­ი­შიფ­როს რო­გორც გვე­ლის კბე­ნა ან ია­გუ­ა­რის თავ­დას­ხმა. ამი­ტომ ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მი­უ­ხე­და­ვად შე­ნე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა, თა­ვის თავ­ში მა­ინც შე­ი­ცავს მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექტს. სიმ­ბო­ლუ­რად, კუ­როც დინ­ჯი, მშვი­დი ნი­შა­ნია, თუმ­ცა წყო­ბი­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ის და­მან­გრე­ვე­ლი ხდე­ბა. მსგავ­სად, ფი­ზი­კუ­რი ხა­რი­სა, რო­მელ­მაც კო­რი­და­ზე შე­იძ­ლე­ბა ტო­რე­ა­დო­რი რქე­ბით გა­ფატ­როს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 16 ნო­ემ­ბერს ტრო­პი­კუ­ლი ზო­დი­ა­ქო­თიც გვაქვს მიწა-წყლის სინ­თე­ზი (კურო-მო­რი­ე­ლი), რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­ურ, მძლავრ ენერ­გი­ას და ვლინ­დე­ბა რო­გორც და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბა, მე­ტის მიღ­წე­ვის სურ­ვი­ლი და რა­დი­კა­ლიზ­მი. ეს მას­შტა­ბიც არის და ხში­რად საკ­მა­ოდ დიდი. ამი­ტომ გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი წინ წა­მო­ი­წე­ვა გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა