რისგან უნდა გათავისუფლდეთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
შეიძლება არც შეგიმჩნვიათ, მაგრამ გაუცნობიერებლად, თქვენ ეჭიდებით საგნებს, რომლისგანაც უნდა განთავისუფლდეთ. ამ სამყაროში, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ზედმეტად დიდხანს ვებღაუჭებით რაღაცებს და გვეშინია ცვლილებების. ეს კი უარყოფითად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე.
ჩვენ განვიხილავთ ყველა ზოდიაქოს ნიშანს, თუ რისგან უნდა გათავისუფლდნენ ისინი. ბევრისთვის რთული იქნება ამისი გაკეთება, ჩვენ გირჩევთ, დანარჩნი კი თქვენი გადასაწყვეტია...
ვერძი
თქვენ უნდა შეელიოთ მოლოდინებს. არაფერია ცუდი იმაში, რომ თქვენმა გეგმამ არ გაამართლა. დაე ყველაფერი ბედს მიენდოს. გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც მიიღებთ სასურველს. მიყევით დინებას.
კურო
თქვენ უნდა დააოკოთ თქვენი ეგო. შესაძლებელია ვერ აცნობიერებთ მის ძალას, მაგრამ ის მართლა ხელს გიშლით, იაროთ წინ. ამიტომ არის რომ თქვენთან დაახლოვება რთულია. ადამინებს არ შეუძლიათ დაინახონ თქვენი ნამდვილი მე, დაეშვით მიწაზე. ცხოვრება მეტად ხანმოკლეა რათა მას ხედავდეთ ღრუბლებიდან. დაინახეთ ის ადამინები, ვისაც მართლა უყვარხართ და სურთ იყვნენ თქვენს გვერდით, რამეთუ ისინი დიდხანს არ დაგელოდებიან.
ტყუპები
შეეშვით ზრუნვას, ვერ შეცვლით იმას, რაც გაღელვებთ, მაგრამ ასე ხელს შეუშლით თქვენი სტრესის და შფოთვების «გამოკვებას».
სხვა შემთხვევაში ის თქვენ ჩაგითრევთ სიღრმაში, საიდანაც ამოსვლა საკმაოდ რთულია.
კიბო
ეცადეთ შეცვალოთ თქვნი ურთიერთობა ცხოვრების მიმართ. არ ფიქრობთ რომ ყველას ყელში ყავხართ ამოსული? მათთვის თქვენ გამოიყურებით ისე, თითქოს გაიჭედეთ და არც ცდილობთ არაფრის შეცვლას. ისინი გიტანენ მაგრამ ყველაზე ერთგული ადამიანის მოთინებასაც აქვს საზღვარი.
ლომი
შეეშვით სხვის კრიტიკას. თქვენ სულაც არ ხართ იმ ადამინებზე კარგი და მეტი, ვინც ირგვლივ გახვევიათ. რა თქმა უნდა, არავის არ ეპარება ეჭვი თქვენს უნიკალურობაში, მაგრამ თუ არ შეიცვლებით, მარტო დარჩენა მოგიწევთ. გახდით უფრო კეთილი და ეცადეთ იფიქროთ შედეგებზე.
ქალწული
გაუშვით ბოლოს და ბოლოს კონტროლის სურვილი. არ შეიძლება ყველაფერი ისე იყოს და ხდებოდეს, როგორც თქვენ გსურთ. შეეგუეთ რომ ცხოვრებას შეუძლია მოულოდნელობებით გაგაოცოთ.
სასწორი
გაუშვით სურვილი, რომელიც გაიძულებთ დაეხმაროთ სხვებს. თქვენ ეკუთვნით საკუთარ თავს და მთავარია მხოლოდ ის, რასაც თქვენ ფიქრობთ თქვენს თავზე.
მორიელი
განთავისუფლდით დანაშაულის შეგრძნებისგან, რომელიც თქვენ გაწუხებთ. თქვენ არაფერში არ ხართ დამნაშავე და ვერაფერს შეცვლით. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ სად მიყავხართ გზებს. დარჩით ისეთ ძლიერ ადამიანად, რამდენადაც ესა შესაძლებელია.
მშვილდოსანი
იმუშავეთ თქვენს თავზე იმ კუთხით, რომ ეცადოთ არ შეეწინააღმდეგოთ სხვას და ნუ აჩვენებთ თავს იმად, ვინც რეალურად არ ხართ. მოუხედვად იმისა, რომ ასეთი მხიარული ხართ, რეალურად ეს ნიღაბია და დროა ჩამოიხსნათ. მაშინვე ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება.
თხის რქა
გაუშვით მანიპულირების მოთხოვნილება. არაფერია კარგი იმაში, რომ სხვებს აიძულებთ იმას, რისი გაკეთებაც მათ არ სურთ. შეიძლება ახლა სულაც არ გადარდებთ მათი განცდები, მაგრამ მომავალში არც თუ სასიკეთოდ შემობრუნდება ეს ყველაფერი, თან თქვენს საწინააღმდეგოდ.
მერწყული
გაუშვით ნეგატიური მსოფლმხედველობა, უყურეთ სამყაროს პოზიტიურად და დროთაგანმავლობაში მოხდება სასწაული. ეს სასწაული კი შეცვლის თქვენ ცხოვრებას. დაიჯერეთ საკუთარი თავის.
თევზები
განთავისუფლდით აკვიატებებისგან. ცხოვრების აზრი არ არის მხოლოდ ის, რომ ნახოთ მეორე ნახევარი და იცხოვროთ მის გვერდზე დიდხანს და ბედნიერად. ისწავლეთ მარტო ყოფნა და ცხოვრება, რომლიც უფრო მეტ წარმატებას მოგიტანთ, ვიდრე სხვაზე ორიენტირებული ცხოვრება.
წყარო: awarenessact.com