თეგებით ძიება

13 ივლისის რჩეულები: 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც 13-ში ყველაფერში გაუმართლებს

თითოეულ დღეს თავისი რჩეული ჰყავს, რომელსაც განსაკუთრებულად მფარველობენ პლანეტები. გთავაზობთ 13 ივლისის რჩეულებს, ანუ 3 ზოდიაქოს ნიშანს, რომელსაც ამ დღეს ყველაფერში გაუმართლებთ.


ტყუპი


13 ივლისს გააქტიურდება თქვენი ქარიზმატულობა, რისი დახმარებითაც ყველაფერს მიიღებთ, რასაც მოისურვებთ.  გამოიყენეთ ვარსკვლავთა კეთილგანწყობა და გარისკეთ. თუ ადრე კომპრომისზე წასვლა გიწევდათ, დღეს თამამად შეგიძლიათ ნაბიჯების გადადგმა. თუ სამსახურს ეძებთ, დააგზავნეთ რეზიუმე ვაკანსიებზე; თუ დაწინაურება გსურთ - შედით უფროსთან, მოუყევით რას, როგორ და რამდენი ხანია აკეთებთ. არც ხელფასზე მოგერიდოთ საუბარი. კარგი პერიოდია გაწყვეტილი ურთიერთობის აღსადგენად. თუ მეორე ნახევარს გული

ატკინეთ, დაუკავშირდით და შეხვედრა სთხოვეთ. ნივთი, რომელსაც დღეს ონლაინმაღაზიიდან გამოიწერთ, იმედს არ გაგიცრუებთ.

Astrologia


ლომი


ყურადღების ცენტრში მოექცევით. თქვენ ხომ ძალიან გიყვართ, როდესაც თავს გევლებიან? ასევე,
თქვენი რჩევა ან დახმარება დასჭირდება თქვენზე ფინანსურად დაწინაურებულ, გამოცდილ ან
სტატუსობრივად ზემდგომ ადამიანს, რაც გაგრძნობინებთ, რომ საჭირო და სასურველი ხართ. მოსალოდნელია ახალი საინტერესო ნაცნობობა, რომელიც მომავალში პარტნიორობაში გადაიზრდება და შემოსავლის მომტანი გახდება. ვარსკვლავები კირჩევენ თამამად გამოთქვათ აზრი. სწორად შერჩეული დღეა გეგმების განსახორციელებლად. ელოდეთ ახალ შემოსავალს. უკვალოდ არ ჩაივლის თქვენი თავდადებული შრომა. 
Astrologia



მერწყული



პასუხისმგებლობა, რომლის კისრებაც მოგიწიათ, არც თუ ისე მძიმე აღმოჩნდება, როგორც ელოდით. სამსახურში არსებული პრობლემები, შეიძლება ითქვას, თავისით, ზედმეტი ჩარევის გარეშე, მოგვარდება. მერწყულები, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავცშირებული პრობლემები აწუხებდათ, დღეს შვებას იგრძნობენ. მართალია, საზოგადოებისთვის დღეს ძალიან თვალშისაცემი იქნება თქვენი განსხვავებულობა, მაგრამ თქვენი გარიყვის ნაცვლად, ადამიანები თქვენ გარშემო მოგროვდებიან.
მოსალოდნელია სიანტერესო შემოთავაზება, რომელზეც უარის თქმა არ ღირს. ზოგიერთი მერწყული დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებს. სხვები კი დაასრულებენ ურთიერთობას, რომელიც სიმსივნესავით ტანჯავს მათ.

Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა