15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი საიდუმლოებების შენახვას თუ შეძლებთ, პროფესიონალურ იმიჯს შეიქმნით. მიწისქვეშა დინებების გამოსავლენად მეტი მონდომება გმართებთ. კარგი დღეა არქივებთან სამუშაოდ.
კურო
სიტუაცია თქვენ გარშემო იცვლება და უნდა შეძლოთ ფეხი აუწყოთ მოვლენებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან, პარტნიორთან. მგზავრობა დილით დაგეგმეთ.
ტყუპი
ხუმრობა და ინტრიგა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ საზღვრებს დაიცავთ. თუ საკუთარ ძალებს სწორად არ გადაანაწილებთ, ვერაფერს მიაღწევთ.
კირჩხიბი
ენდეთ სხვის გამოცდილებას. საინტერესო და რომანტიკული დღე ელით შვებულებაში მყოფ ნიშნებს. თუ საღამოს შინ გატარებას აპირებთ, წიგნებს ჩაუჯექით, ფილმები ნახეთ.
ლომი
კარგი დღეა ხანგრძილივი პროცესების დასასრულებლად. გაისტუმრეთ ვალები და მიუხურეთ წარსულს კარი. სასურველია, ზოგიერთ მავნე ჩვევას გამოემშვიდობოთ.
ქალწული
კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების დღეა. ეცადეთ, დიპლომატური და ღიმილიანი იყოთ მოსაუბრესთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ერთად შეადგინეთ სამომავლო გეგმა.
სასწორი
რეგლამენტის შესაბამისად იმოქმედეთ. მკაცრი გრაფიკისა და სამსახურის საქმეების გამო შინ მისვლა დაგაგვიანდებათ. შეიძლება სხვა
შეზღუდვებიც დაგიწესონ.
მორიელი
კარგი დღე ელით ლიტერატურის სფეროში მომუშავეებს. კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი მეთოდების ასათვისებლად. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ და შვებულება დაგეგმეთ.
მშვილდოსანი
საოჯახო და საბინაო საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. საყვარელ ადამიანს საიდუმლოებებს ნუ გაუმხელთ.
თხის რქა
დღეს ვერავინ მოგატყუებთ. იმასაც კი ხვდებით ვინ რას ფიქრობს. იყავით ნაკლებად კრიტიკული ნათესავების, საყვარელი ადამიანის მიმართ. აგრეთვე, დიპლომატური და ღიმილიანი თანამშრომლებთან. განსაკუთრებით, მანდილოსნებთან.
მერწყული
არ ჩამორჩეთ მოვლენებს, არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან. კარგი დღეა ფულის დასაზოგად. სასურველია, თუ ფულის გადადებას დაიწყებთ რაიმე საქმისთვის. ზოგიერთს ჰასტრონომიული დღესასწაული ელის.
თევზები
იყავით თავდაჯერებული და ეცადეთ, რთულ სიტუაციაშიც კი შეინარჩუნოთ სიმშვიდე. მეტი დრო დაუთმეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა ახლობლებისთვის საჩუქრების შესაძენად.
წყარო: astrologi.ambebi.ge