თეგებით ძიება

15-21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი სიყვარული - საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად ბრძოლა მოგიწევთ, მაგრამ შესაფერის ჯილდოსაც მიიღებთ. ზოგიერთს საქმიან პარტნიორთანაც ელის ფლირტი. ფინანსები და კარიერა - განახორციელეთ დაგეგმილი პროექტები. სამსახურში დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით ფილტვებს, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
კურო
სიყვარული - რას აფასებს პარტნიორი თქვენში შინაგან სილამაზეს თუ გარეგანს? თუ არ გსურთ, იმედგაცრუებული არ დარჩეთ, ყურადღება მიაქციეთ მომავალი პარტნიორის ადამიანურ ღირსებებს.
ფინანსები და კარიერა - მაქსიმალური ყურადღება გმართებთ, თუ თქვენი საქმიანობა კლიენტების მომსახურებასთანაა კავშირში.
ჯანმრთელობა - ზომიერი ფიზიკური დატვირთვა დასაშვებია. გამოიკვლიეთ კუჭი და დაიწყეთ მკურნალობა.

ტყუპი
სიყვარული - იყავით მეტად მსუბუქი და ჰაეროვანი. მაქსიმალურად მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში.
ფინანსები და კარიერა - დაკვირვებით იმუშავეთ, რათა შეცდომებმა უსიამოვნებები არ შეგიქმნათ. ორშაბათი, სამშაბათი და პარასკევი დატვირთული დღეებია.
ჯანმრთელობა - დასვენება და სუფთა ჰაერზე სეირნობა გმართებთ. აკონტროლეთ წნევა.

კირჩხიბი
სიყვარული - გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელი ადამიანთან. ხშირად მოუწყვეთ მას რომანტიკული პაემნები.
ფინანსები და კარიერა - მოერიდეთ აზარტულს ქმედებებს. საოჯახო ბიზნესში ჩართულ ნიშნებს გაგიუმჯობესდებათ შემოსავალი.
ჯანმრთელობა - თუ განწყობის გაუმჯობესებაში ვარდების მოვლა ან შოკოლადის ჭამა გეხმარებათ, სიამოვნება არ მოიკლოთ.

ლომი
სიყვარული - მარტივად გამონახავთ საერთო ენას საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან. თუმცა, ეცადეთ, რომ პარტნიორი თქვენი სტატუსის შესაფერი იყოს.
ფინანსები და კარიერა - მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან და პარტნიორებთან. განსაკუთრებით, თუ ისინი თქვენი ნათესავები არიან.
ჯანმრთელობა - კონფლიქტით უსიამოვნებას ვერ მოაგვარებთ, ნერვულ სისტემას კი დაიავადებთ. მოიწყვეთ განვირთვის დღე.

ქალწული
სიყვარული - თუ გსურთ, გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება, პირველი ნაბიჯიც უნდა გადადგათ და ნაკლებ კრიტიკულიც უნდა იყოთ.
ფინანსები და კარიერა - მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობის გაუმჯობესებას საქმიან პარტნიორებთან. ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს არ დანიშნოთ საქმიანი შეხვედრები.
ჯანმრთელობა - შემაცირეთ მავნე საკვების მიღება. კარგი პერიოდია დიეტის დასაწყებად, გამწმენდი პროცედურების ჩასატარებლად.

სასწორი
სიყვარული - ზედმეტი ემოციურობა და ეჭვიანობა გაგიფუჭებთ ურთიერთობას პარტნიორთან.
ფინანსები და კარიერა - მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, განსაკუთრებით, თუ თანამოაზრეების მხარდაჭერით არ სარგებლობთ.
ჯანმრთელობა - აკონტროლეთ თქვენი სულიერი მსგომარეობა, ემოციები. მიიღეთ მსუბუქი დამამშვიდებლები.

მორიელი
სიყვარული - მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებას. მთავარია, ზუსტად იცოდეთ, რა გსურთ პარტნიორისგან.
ფინანსები და კარიერა - ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. კვირის ბოლოს შემოსავლის გაუმჯობესების შანსი მოგეცემათ.
ჯანმრთელობა - მოერიდეთ ნეგატიურ სიტუაციებს. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. მეტად გაუფრთხილდით გულს.

მშვილდოსანი
სიყვარული - ნუ მოიკვეთავთ, როცა ემოციები ჩაცხრება შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები. თუ ადამიანი თქვენთვის ძვირფასია, ეცადეთ, გააუმჯობესოთ სიტუაცია.
ფინანსები და კარიერა - დაკვირვება გმართებთ ფინანსურ სფეროში მომუშავეებს (ვაჭრობა, საბანკო საქმე, ბუღალტერია). ზოგიერთი ანტიკვარიატს შეიძენს.
ჯანმრთელობა - შეამცირეთ ფიზიკური აქტიურობა და დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. კარგია ცურვა, მასაჟი.

თხის რქა
სიყვარული - ამ კვირაში მიხვდებით, სწორი პარტნიორი აირჩიეთ თუ არა. მეუღლესთან ერთად შეასრულეთ ყველა საოჯახო საქმე. ეს კიდევ უფრო დაგაახლოებთ.
ფინანსები და კარიერა - კონფიდენციალურ ინფორმაციებს მიიღებთ.
შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდებათ. ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს მოერიდეთ ნეგატივს, არ იკამათოთ კოლეგებთან.
ჯანმრთელობა - მავნე ჩვევები და ნეგატივი თქვენს ვიზუალზე აისახება. მეტად გაუფრთხილდით კანს.

მერწყული
სიყვარული - ბედნიერება პირადი ცხოვრებაში მაშინ დგება, როცა მხოლოდ მიღებას კი არა გაცემასაც ცდილობთ. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი.
ფინანსები და კარიერა - ზოგიერთს დაწინაურება ელის. ნუ აიღებთ ვალს, კრედიტს.
ჯანმრთელობა - კარგი პერიოდია გამწმენდი პროცედურების ჩასატარებლად. მოუფრთხილდით ღვიძლს.

თევზები
სიყვარული - დაფიქრდით, რა გაკავშირებთ პარტნიორთან: სიყვარული, ვნება თუ მატერიალური ინტერესი. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება არაადეკვატური ქცევით გაგაოცოთ.
ფინანსები და კარიერა - მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან. მოიცილეთ ბალასტი, ის რაც წინსვლაში გიშლით ხელს. შუა კვირაში სიტუაცია დასტაბილურდება.
ჯანმრთელობა - ოპტიმისტურად იფიქრეთ. თუ ფიზიკური დატვირთვა ვნებს თქვენს ჯანმრთელობას, შეამცირეთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა