თეგებით ძიება

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი არასტანდარტული იდეების განხორციელების დღეა. მშვიდად განიხილეთ ოჯახის წევრებთან პრობლემური საკითხები. ზოგიერთს შემოქმედებითი იდეების განხილვის საშუალება მიეცემა; ზოგსაც შვებულების ორიგინალურად გატარებას შესთვაზებენ.
კურო
მეტი დრო დაუთმეთ საბინაო და საოჯახო საკითხების მოგვარებას. ზოგიერთს შეიძლება დიდი ხნის უნახავი ან შორს მცხოვრები ნათესავები ესტუმრონ.

ტყუპი
მნიშვნელოვან საქმეებს დღეს ნუ დაიწყებთ, მაგრამ ახალი იდეები შეგიძლიათ კოლეგებთან ერთად განიხილოთ. აკონტროლეთ ხარჯი. აკონტროლეთ კვება.

კირჩხიბი
ცვლილებების დღეა. შეიძლება უარი თქვათ ძველ საქმეებზე, ურთიერთობებზე. თუმცა, გული ნუ დაგწყდებათ, მალე ახალი შესაძლებლობი გამოგიჩნდებათ.

ლომი
ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ. კარგი დღე გელით. შეიძლება ისეთი, რომელსაც დიდი ხანი ელოდით. იყავით აქტიური. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. გამოგიჩნდებათ მოგზაურობის, სწავლის პერსპექტივა.

ქალწული
გადახედეთ საქმეებს. შეიძლება ზოგიერთი დაგახედვას, გადახალისებას საჭიროებს. განაახლეთ კომპიუტერული პროგრამები. კრიტიკული მომენტის გადალახვის შემდეგ შეხედულებები შეგეცვლებათ.

სასწორი
შეიძლება ახალი მეგობრები, თანამოაზრეები, კლიენტები გაიჩინოთ. ზოგიერთს დაწინაურების შესაძლებლობა მიეცემა. ეცადეთ,
მხოლოდ კომპლიმენტები კი არა, მწარე კრიტიკაც მოისმინოთ და გაითვალისწინოთ.

მორიელი
შეიძლება დაიწყოთ იმის კეთება, რაც ადრე მიუღწეველი გეგონათ. ყველა დაბრკოლებას მარტივად გადალახავთ. ზოგიერთს საქმეების მოსაგვარებლად კარგი პროგრამისტი, პროდიუსერი ან სარეკლამო აგენტი დასჭირდება.

მშვილდოსანი
დილიდან პოზიტიურ განწყობაზე იქნებით. ჯანმრთელობაც გაგიუმჯობესდებათ. ზოგიერთი შეიძლება საინტერესო თამაშში ჩაერთოს, სამოგზაუროდ გაემგზავროს ან ახალი რომანი დაიწყოს.

თხის რქა
ეცადეთ, დრო და ენერგია მშობლებთან და საყვარელ ადამიანთან ჩხუბში არ დახარჯოთ. დღეს არ დაგეგმოთ კონსულტაცია, არ შეხვდეთ მნიშვნელოვან კლიენტებს.

მერწყული
შეიძლება საინტერესო ადამიანთან მოგიწიოთ მუშაობამ. კარგი დღეა კომპიუტერული პროგრამების გასაახლებლად. მოერიდეთ კონფლიქტს ნათესავებთან, კოლეგებთან.

თევზები
შეიძლება ახალი სამსახური ან დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. გამონახეთ დრო ბავშვების სწავლისა და დასვენებისთვის.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა