18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი მოერიდეთ ზედმეტ აგრესიულობასა და "ფეთქებადობას". შეიძლება, მომავალში ვეღარ აღადგინოთ კავშირი. ნუ წახვალთ მშობლებს, ავტორიტეტების წინააღმდეგ.
კურო
დღის განმავლობაში ხშირად შეგეცვლებათ განწყობა. სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ თქვენს სასარგებლოდ არა. სიფრთხილე გმართებთ უცნობ ადგილებში ყოფნისას, უცხო ადამიანებთან საუბრისას.
ტყუპი
იყავით მშვიდად და მოერიდეთ ზედმეტ დაძაბულობას გარშემო მყოფებთან. სახლშიც და სამსახურშიც დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს.
კირჩხიბი
დღეს ყველაფერზე გაღიზიანებული ხართ და მოვლენებზე მწვავედ რეაგირებთ. ზედმეტმა აქტიურობამ ტრავმების მეტი შეიძლება ვერაფერი შეგმატოთ.
ლომი
ახალი პროქტების დაწყება ძველი შეცდომების გამოსწორებით უნდა დაიწყოთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია პრობლემა ტრანსპორტთან, ელექტროობასთან. მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან.
ქალწული
აკონტროლეთ ემოციები. უსაფუძვლო ეჭვიანობისა და ზედმეტი კრიტიკულობის გამო ნუ გაიფუჭეთ დამოკიდებულებას კოლეგებთან, საყვარელ ადამიანთან. დაიცავით უსაფრთხოების ნორმები.
სასწორი
გაურკვევლობამ და მოულოდნელობებმა შეიძლება სტრესული სიტუაცია შეგიქმნათ. ნუ იქნებით კატეგორიული, იყავით დამთმობი. არ დანიშნოთ მნიშვნელოვანი საქმეები, არ გააფორმოთ ხელშეკრულებები.
მორიელი
მშვიდი,
ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან. ზოგიერთი ძველი, უსარგებლო საქმეებისა და ურთიერთობებისგან გადაწყვეტს გათავისუფლებას.
მშვილდოსანი
ახალი საქმეები თანამოაზრეების თანხმობის გარეშე არ განახორციელოთ. დღეს ნუ ეცდებით რომანტიკული ურთიერთობების განვითარებას. უმჯობესია, საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ.
თხის რქა
დღეს დაკვირვებული და გააზრებული უნდა იყოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, ნათესავებთან. ნუ დაიწყებთ სახლში რემონტს.
მერწყული
სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, ტექნიკასთან. არ იკამთოთ გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით, განსხვავებული შეხედულებების გამო. დატვირთული დღე ელით პროგრამისტებს, ქსელური ბიზნესის მფლობელებს.
თევზები
აზარტულობის გამო შეიძლება საფრთხე ვერ შეამჩნიოთ. დღეს მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ. სიფრთხილე გმართებთ ვარჯიშისას. მოერიდეთ საყიდლებს, მტკივნეული სამკურნალო პროცედურების ჩატარებას, სარემონტო სამუშაოების დაწყებას.
წყარო: astrologi.ambebi.ge