6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი- თუ დღეს არ გააკეთეთ არაფერს ახალს, ხვალ შედეგს ვერ მიიღებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. შეიძლება მეგობრებმა ვერ გაგიგონ, თუ სიმპათიურ და წარმატებულ პარტნიორთან გაწყვიტავთ რომანს.
კურო - კარგი დღეა მოგზაურობისა და მგზავრობის დასაწყებად. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. განსაკუთრებით, თუ მასზე დაქორწინებას აპირებთ.
ტყუპი - გამონახეთ დრო ახალი საქმეების დასაწყებად. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. სანამ რამეს იტყვით დაფიქრდით, გაფრთხილდით, რომ არ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
კირჩხიბი - დილიდან კარგი განწყობა შეიქმნით და არ იფიქროთ უსიამოვნო მომენტებზე. დახმარებაზე უარი არავის უთხრათ. ეს კიდევ უფრო აიგიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში.
ლომი - წარმატებული დღე გელით. ბევრ საქმეს (რომლებსაც ერთდროულად მოაგვარებთ) მარტივად გაართმევთ თავს. საღამოს მხიარულად გაატარებთ; საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.
ქალწული - მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც სწრაფად დადიან და გზას გიღობავენ,
ეს როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.
სასწორი - ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. თუ ადამიანი აგრესიულადაა განწყობილი, აღარ დაუწყოთ ახსნა-განმარტება, გაერიდეთ. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.
მორიელი - საქმიანი შეხვედრებისა და ახალი საქმეების დღეა. სასიამოვნო ნაცნობობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს. იყავით მეტად პოზიტიური.
მშვილდოსანი - ცვლილებები გსურთ და სამშაბათი მოქმედების დღეა. გადააკეთეთ, თუ რამე არ მოგწონთ და დატკბით შედეგით.
თხის რქა - ჩაიწერეთ ყველა ახალი იდეა, რომელიც დაგებადებათ, რადგან ყველაფერს დღესვე ვერ განახორციელებთ. შეკრიბეთ თანამოაზრეების ახალი ჯგუფი.
მერწყული - თუ ფული მოგრჩათ, ეს არ ნიშნავს, რომ დღესვე უნდა გაფლანგოთ. გადადეთ და საჭირო დროს გამოიყენებთ. ახალდაწყებულ რომანტიკულ ურთიერთობებში აჩქარება არ ივარგებს, ჯერ კარგად შეისწავლეთ პარტნიორი.
თევზები - დილიდანვე შეუდექით მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას. თუ კონკრეტულ ადამიანთან დაალაპარაკება გსურთ, ნუღარ გადადებთ, დღესვე დაურეკეთ. საკუთარი თავი მეტად გაინებივრეთ ახალი ნივთებით, სასიამოვნო შეგრძენებით.
წყარო:https://astrologi.ambebi.ge