თეგებით ძიება

როგორ განლაგდება პლანეტები აგვისტოში და რატომ არის ეს თქვენთვის განსაკუთრებული ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

აგვისტო სხვა თვეებისგან იმით არის გამორჩეული, რომ ორი ახალმათვარეობა გვაქვს: პირველ აგვისტოს ლომში და 30 აგვისტოს - ქალწულში.
11 აგვისტო მერკური გადადის ლომში. ამავე დღეს იუპიტერი გახდება დირექტული (სწორადმავალი).

12 აგვისტო ურანი ხდება რეტროგრადული (უკანმავალი).

12-18 აგვისტოს შუალედში ლომში იქნება 4 პლანეტა: მზე, ვენერა, მერკური და მარსი. ამ პერიოდში ადამიანები მეტად გამოავლენენ თავიანთ ნიჭს, ეცდებიან გარშემო მყოფების ყურადღების მიქცევას. კარგი პერიოდია კონცერტებზე, გამოფენებზე, გასართობ ღონისძიებებზე დასაწრებად.

15 აგვისტო - ახალმთვარეობა.

14-16 აგვისტოს შუალედში მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, ავანტიურას. მოსალოდნელია ფორს-მაჟორული სიტუაციები, მერკურს (კომუნიკაციები, ინფორმაციების გაცვლა, მიმოსვლა ახლო მანძილზე) დაძაბული ასპექტი ექნება ურანთან (მოულოდნელობები, მომავლის ტექნოლოგიები).

18 აგვისტო მარსი გადადის ქალწულში - კარგ შედეგს მოგიტანთ მუშაობა. კარგი პერიოდია ახალი პერსონალის, ჯგუფის ასაყვანად.

21 აგვისტო ვენერა ქალწულში გადავა. მეტად გააკონტროლებთ ფინანსებს. შეამცირებთ ხარჯს გართობაზე.

23 აგვისტო მზე ქალწულში გადავა.

25-28 აგვისტო - მარსი ურანის ჰარმონიული ასპექტის გავლენით ცვლილებები მოგინდებათ სამსახურში, ბიზნესში. მოვლენებზე სწრაფი რეაქცია გმართებთ.

29 აგვისტო მერკური ქალწულში გადავა.

30 აგვისტო ახალმთვარეობა ქალწულის ზოდიაქოში.

30, 31 აგვისტოს ქალწულში გადავა მთვარე. ისევე, როგორც მანამდე ზემოჩამოთვლილი 4 პლანეტა. ამ დღეებში დაბადებული ბავშვი იქნება მიზანმიმართული, ნიჭიერი, აკურატული.


მოამზადა რუსუდან გელაშვილმა.

წყარო: https://astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა