როგორ უნდა მოიქცეთ აგვისტოში, თუ გსურთ რომ ჯანმრთელობამ არ შეგაწუხოთ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
თუ მიგაჩნიათ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა, რადგან ავადმყოფი ადამიანი არც პროდუქტიულია და პირადი ცხოვრებაც თავდაყირა უდგება, აუცილებლად გაეცანით ჯანმრთელობის ჰოროსკოპს.
ვერძი
დადებითი განწყობა და პოზიტიური ფიქრები თავის ტკივილსაც დაგიამებენ და გულისასაც. მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს; თვალებისა და ფეხების გადატვირთვას. თუ გამგზავრებას აპირებთ, სიმძიმეებით ნუ დაიტვირთებით.
კურო
გამოკვლევა მხოლოდ გამოცდილ ექიმთან გაიარეთ. მეტად გაუფრთხილდით გულს. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით; ბალახების ჩაით (პიტნა, გვირილა). კარგია სამკურნალო შიმშილობა და ზომიერება კვებაში.
ტყუპი
კუჭი ითხოვს მეტ ყურადღებას. იკვებეთ ჯანსაღად და მოერიდეთ სწრაფ კვებას. ჩაიტარეთ კომპლექსური გამოკვლევა. რაც შეიძლება მეტი დრო (თუნდაც უქმეები) გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.
კირჩხიბი
მაქსიმალურად შეამცირეთ დატვირთვა, დაუფრთხილდით გულსა და სისხლძარღვებს. ახალ კოსმეტიკასთან ექსპერიმენტებს მოერიდეთ. შეიძლება ალერგია გამოიწვიოთ. მზეზე დამცავი საშუალებების გარეშე ნუ გახვალთ. მარილი საკვებში ზომიერად მოიხმარეთ.
ლომი
აკონტროლეთ ემოციები. არომატული ბალახები (პიტნა, ლავანდა, გვირილა) განწყობასაც გაგიუმჯობესებენ და შეგრძნებებსაც. ნუ გადატვირთავთ თვალებს. ნაკლები დრო გაატარეთ კომპიუტერთან და ტელევიზორთან.
ქალწული
აკონტროლეთ კვება, შეამცირეთ ცხიმები. მოიწყვეთ განტვირთვის დღეები, დაიცავით დიეტა. მოერიდეთ სიმძიმეების აწევასა და სირბილს. გაამდიდრეთ რაციონი
ხილითა და ბოსტნეულით.
სასწორი
შეამცირეთ ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას. შუა თვიდან სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან.
მორიელი
ემოციურად დაძაბული ხართ. მიიღეთ ბალახების ნაყენი, აბაზანა. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. კარგია ერთდღიანი სამკურნალო შიმშილობა და დიეტის დაცვა. მეტად გაუფრთხილდით ღვიძლს.
მშვილდოსანი
მეტად გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, ნერვულ სისტემას კანსა და ფეხებს. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. თვის ბოლოს მოერიდეთ ოერაციას თავზე, სახეზე, კბილების ამოღებას. კარგია აკვააერობიკა.
თხის რქა
ჯანმრთელობა - თუ დასვენებას ვერ ახერხებთ, ცურვა და აკვააერობიკა საუკეთესოა განტვირთვისთვის. გაფრთხილდით, ინფექციებთან. მიირთვით კალიუმით მდიდარი პროდუქტები.
მერწყული
ჯანმრთელობა - არ დაიზაროთ და სათანადო ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შეეხმიანეთ მკურნალ ექიმს. მოერიდეთ ფიზიკურ აქტიურობას. იმატებს ტრავმების ალბათობა. გრეთვე, თქვენ მიმართ ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობას, რათა არ მოიშალოთ ნერვები.
თევზები
ჯანმრთელობა - უსიამოვნებებმა თვის შუა პერიოდში შეიძლება იჩინოს თავი. მეტი პოზიტივი შეიტანეთ ცხოვრებაში. სასიამოვნოზე იფიქრეთ და სექსით გაიმრავალფეროვნეთ ყოველდღიურობა.
წყარო:astrologi.ambebi.ge