თეგებით ძიება

როგორ მივხვდეთ, რომ კაცი გვღალატობს, მისი ზოდიაქოს ნიშნით?

საინტერესოა რამდენად განსხვავებულად ვგებულობთ იდენტურ ცნებებს, როგორ ესმით "ძლიერი სქესის" წარმომადგენლებს ერთგულებაა? არსებობენ კი ერთგული მამაკაცები ? გავიგოთ რა თვისებებით შეიძლება გამოვააშკარაოთ მოღალატე მამაკაცები, მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.


ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცების შესახებ ღალატს იშვიათად თუ გაიგებთ, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს . როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ვერძი გვღალატობს? ყურადღება მიაქციეთ მის ქცევას, როცა ის აღარ განებივრებთ მზრუნველობით და ამჩნევთ რომ გულწრფელი არ არის, დროა ჩაუსაფრდეთ და გულხდილ საუბარში გამოიწვიოთ. დიდი ძიება არც დაგჭირდებათ, ვერძს არ ახასიათებს ღალატის საიდუმლოდ შენახვა და მალევე გამოამჟღავნებს თავს.

კურო
კურო,როგორც ქალი ასევე მამაკაცი საკმაოდ ეჭვიანია, ღალატის პირველივე მიმანიშნებელიც მისი ინდიფერენტულობაა. როცა აღარ არის დააინტერსებული, როგორ გაატარეთ დღე, თავს არიდებს თქვენთან კონტაქტს,არ გიზიარებთ ფიქრებს და არ ცდილობს თქვენს მოხიბვლას - ასეთ შემთხვევებში ერთგული კუროც კი შეიძლება გღალატობდეთ.

ტყუპი
ტყუპი მამაკაცი, ყოველთვის ორჭოფობს პარტნიორის შერჩევისას და მისი ეს თვისება უმეტეს შემთხვევებში თანაცხოვრების დროსაც თან სდევს ოჯახს. მაშინ, როცა მისი ხასიათი უჩვეულოდ სტაბილური ხდება, აღარ გკვირვებთ მისი არაორდინალურობითა და სრულიდ მოულოდნელად დასერიოზულდა, საქმე ღალატთან გაქვთ.

კირჩხიბი
კირჩხიბი კაცი იდეალური მეოჯახი, მეუღლე და მამაა. თუ ის ყურადღებას აღარ გაქცევთ, სახლში მოსვლას სამსაუხრში დარჩენა და მუშაობა ურჩევნია ან გული მეგობრებისკენ მიუწევს, ნაცვლად იმისა, რომ თქვენთნ ერთად გაატაროს დრო, დიდი ალბათობიით გღალატობთ.

ლომი
მანდილოსნებო! მოღალატე ლომის გამოაშკარავება ძალიან მარტივია. თუ თქვენი პარტნიორი ”მეფურად“ აღარ ზრუნავს თქვენზე, არ ცდილობს ლამაზი ტანსაცმელით თავი მოგაწონოთ და კრიტიქის ქარცეცხლში გატარებთ - ეს ღალატის მომასწავებელია. ლომებს ძალიან უყვართ საზოგადოებაში თავიანთი მეორე ნახევრის წარმოჩენა თუ აღარსად მიჰყავხართ და ცდილობს დაგმალოთ, ალბათ, მისი გული სხვამ მოიპარა.

ქალწული
ნაკლებსავარაუდოა, რომ ქალწულმა გიღალატოთ, მისი გონება ყოველთვის სამსახურითა და ოჯახით იქნება ,,დაკავებული". განქორწნების ალბათობა ძალიან მცირეა. მაგრამ, თუ სასწაული მოხდა და მან მაინც გაიჩინა საყვარელი, იმდენად ოსტატურად დამალავს თავის საიდუმლოს, რომ ნამდვლ გამომძიებლად უნდა იქცეთ, ღალატის გამოსააშკარავებლად.

სასწორი
სასწორი ღალატის მალვის ოსტატია. ის არ დაიშურებს დროს, იდეალური ტყუილების მოსაგონებლად და სიტუაციის ლამაზად შესაფუთად. თუ ეს კაცი ალერსიანი და ხალისიანი აღარ არის, შეშფოთების დროა. თუმცა, არსებობს მეორე ვარიანტიც - როცა სასწორი იდეალურად გექცევათ, მაგრამ გღალატობთ და მისი ყოფილი საყვარლების ისტორიებს მოგვიანებით, წლების შემდეგ იგებთ.

მორიელი
რთულია მორიელის ცოლობა. თუ დღეს დიდი თაიგულით დაგაჯილდოებთ, ხვალ, მოულოდნელად, მისმა სიცივემ და უხეშობამ დეპრესიაში შეიძლება ჩაგაგდოთ. თუ ის პასუხისხმებლობას თავიდან იცილებს, აღარ გისმენთ, თქვენს რჩევებს უყურადღებოდ ტოვებს და ასაიდუმლოებს პირად სივრცეს: ადებს ბლოკს მობილურს, არ გაკარებთ თავის სოციალურ ქსელს, არ გაფრთხილებთ როდის და სად მიდის - გღლატობთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი მამაკაცი ყოველთვის ცდილობს საინტერესო თემაზე საუბარში აგიყოლიოთ, უყვართ სეირნობა და საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოება. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი რომანტიკას ივიწყებს? ეს
ღალატის პირდაპირი მიმანიშნებელია. ხშირია შემთხვევა, როცა ღალატს მეგობარს უმხელს.ასე რომ თუ თქვენს მეუღლეს უჩვეული ქცევებს შენიშნავთ თამამად შეგიძლიათ ესტუმროთ მის მეგობარს.

თხის რქა
თხის რქის გამომჟღავნებას შერლოკ ჰომსობა არ სჭირდება. ის საკმაოდ ჯიუტია და ისე დგამს მცდარ ნაბიჯებს,რომ საკუთარ თავს თვითონვე ააშკარავებს. თუ თხის რქა ზედმეტად დაბნეულია - ეს ღალატის ნიშანია. თხის რქებს სჯერათ, რომ მეუღლე გაუგებს და ღალატს აპატიებს.

მერწყული
მერწყულები ძალიან პირდაპირები არიან. გამოძიება არ სჭირდება, პირდაპირ მოვა და გეტყვით, რომ სხვა შეუყვარდა. მაგრამ სანამ კარგად აწონ-დაწონის შექმნილ სიტუაციას, შეგიძლიათ დაასწროთ და შეიტოთ მისი საიდუმლო. ეს კაცი გღალატობთ, მაშინ როცა არ ცდილობს ოჯახურ საქმეებში ჩართვას და მუდმივად ბორგავს.

თევზები
თევზები ძალიან რომანტიკულები არიან. თითქმის არასდროს არ მალავენ თავიანთ გრძნობებს. ყოველთვის ცდილობენ, რომ ქცევით დაამტკიცონ საყვარელი ქალისადმი გულწრფელი სიყვარული. სწორედ ამიტომ მოღალატე თევზი მამაკაცის გამოაშკარავება ძალიან მარტივია. ისინი ღალატობენ მაშინ როცა, თავიანთ ჩვეულ ქცევას ივიწყებენ და აღარ აბედნიერებენ პარტნიორს.



წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა