თეგებით ძიება

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დღეა. განსაკუთრებით, თუ საქმე პირადი ცხოვრების მოგვარებას ეხება. იყავით მეტად გაბედული, თამამად გადადგით პირველი ნაბიჯი.

კურო - თუ საკუთარ თავში, შესაძლებლობებში გარკვეული ხართ, ნუღარ დააყოვნებთ და ამოქმედდით. დღეს მეტად მიზანმიმართული და გაბედული უნდა იყოთ.

ტყუპი - სხვა დროს სხვების აზრის გათვალისწინება არ გჭირდებათ, მოქმედებთ დევიზით: "იცხოვრე და არ შეუშალო ხელი სხვას", მაგრამ დღეს გარშემო მყოფების მოსაზრებები უნდა მოისმინოთ.

კირჩხიბი - ცოტათი დაბნეული ხართ. შეიძლება იმის გამო, რომ ბოლო დროს ბევრი ადამიანი გაიცანით ან ბევრი პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს და მეტი - ძირითად საკითხებს.

ლომი - დილა პოზიტიურად დაიწყეთ, კარგია მოლაპარაკებების დანიშვნა, უსიამოვნებების მოგვარება. სამსახურშიც და სახლშიც წვრილმანების გამო ნუ იკამათებთ.

ქალწული - თუ ახალი პროექტებისა და ვალდებულებების გამო მეგობრებთან შეხვედრას ვერ ახერხებთ, მიმოწერა მაინც გქონდეთ მათთან. მოაწესრიგეთ საქმეები, ფიქრები. რაც უფრო მეტად იქნებით ორგანიზებული მით მეტ საქმეს გააკეთებთ

სასწორი - საკუთარი სურვილებით იმოქმედეთ, თუ გაქვთ მუშაობის განწყობა - გააქტიურდით, თუ ხვდებით, რომ
დასვენება და საინტერესო წიგნის წაკითხვა გსურთ, ასე მოიქეცით. შეიძლება გარშემო მყოფების ორპირობამ გაგაკვირვოთ.

მორიელი - ფიზიკურად კარგ ფორმაში ხართ და ზედმეტ დატვირთვასაც გაუძლებთ. მოემზადეთ, მალე სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება. მოერიდეთ ზედმეტი ემოციის გამოხატვას.

მშვილდოსანი - დღეს სიახლე (შეიძლება სახლში ახალი მარშრუტით დაბრუნდეთ), ახლის გასინჯვა (კერძი, სასმელი) მოგინდებათ. ზოგიერს ინტერესი გაუჩნდება უცხო კულტურის ან უცნაური ჰობისადმი.

თხის რქა - კარგი დღე ელის შვებულებაში მყოფ ნიშნებს. გამონახეთ დრო მოგზაურობისა და ექსკურსიისთვის. აგრეთვე, ხელოვნების და მუსიკის მოსასმენად.

მერწყული - დღეს ყველას დამცველი ხართ. შეიძლება ქუჩაში უცხო ადამიანსაც კი გამოექომაგოთ. გამონახეთ დრო საინტერესო წიგნების, დოკუმენტური ფილმების მოსაძიებლად.

თევზები - ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. გამარჯვებას პატარ-პატარა ნაბიჯებით მიუახლოვდებით. გარშემო მყოფები საკუთარი მიღწევებით გაამხნევეთ. მეტად გამოავლინეთ სიყვარული ოჯახის წევრებისადმი.


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა