რა გველოდება 13-18 აგვისტოს?
მიხეილ ცაგარელი "იმედის დილაში" მიმდინარე კვირის და ზოგადად აგვისტოს ასტოლოგიურ პროგნოზს წარმოგიდგენთ. მისი თქმით, პირველ აგვისტოს ახალმთავრეობაა, რის გამოც სიტუაცია იძაბება და ზოდიაქოს ნიშნები ფრთხილად უნდა იყვნენ.
"ეს კვირა ცოტა იძაბება სიტუაცია, რადგან პირველ აგვისტოს გვაქვს ახალი მთვარე. მეორე რთული პერიოდი გვექნება 13-18 აგვისტოს შუალედი, როცა სავსე მთვარე გვაქვს და ისიც დაძაბავს სიტუაციას. დანარჩენი პერიოდი მთლიანობაში ძალიან კარგია. თითქმის ყველა ზოდიაქოს აქვს შანსები საკმაოზე მაღალი, დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. ამიტომ შანსები 4 აგვისტოდან 13 აგვისტომდე და 18 აგვისტოდან 30 აგვისტომდე მაქსიმალურად გამოიყენეთ.
თუმცა, რადგან ხუთშაბათს ახალმთვარეობა გვაქვს, ეს რას ნიშნავს, ამ დღეს გლეხი ბალახს წყალსაც არ უსხამდა. ეს არის რთული, დაძაბული და ნეგატიური დღე, ამიტომ არავითარი ახალი საქმე, შეგიძლიათ დასახოთ, მაგრამ არ დაიწყოთ. არავითარი ხელშეკრულებები, რადგან ყველაფერი უკუღმა წარიმართება. განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას. შემდეგი ახალმთვარეობა იქნება 30 აგვისტოს და ფრთხილად უნდა გავიაროთ ეს პერიოდი. თუმცა ზოგადად აგვისტო ბევრად უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ივლისი და ივნისი" - განაცხადა ცაგარელმა.
მისივე თქმით, ზოგადად აგვისიტოს თვეში ყველა ზოდიაქოს ნიშანი მეტ-ნაკლებად იგრძნობს უკეთესობას, რადგან განწყობა უკეთესდება.
ახალმთვარეობა, მთვარის ფაზა, როდესაც მთვარე დედამიწის ირგვლივ გარემოქცევისას დედამიწასა და მზეს შორისაა მოქცეული. ამ დროს მთვარე უჩინარია, ვინაიდან დედამიწისაკენ მიქცეულია მისი გაუნათებელი მხარე, მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ, საღამოს, დასავლეთის ცაზე ვიწრო ნამგალივით გამოჩნდება.
ახალმთვარეობა – ცხოვრების ახალი ციკლია. ამიტომ მილიონობით ადამიანს სწამს, რომ ამ დროს ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად ასრულდება.
წყარო: astrologi.ambebi.ge