რომელ თითზე უნდა ატაროთ ბეჭედი, რომ იღბლიანი და წარმატებული გახდეთ - სამკაულის საიდუმლო
ბეჭედი მხოლოდ ლამაზი და ბევრისთვის საყვარელი და ყოველდღიური აქსესუარი კი არა, ერთგვარი უძველესი ამულეტია, რომელიც ადამიანს ნეგატივისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ასტროლოგიურად ყოველი თითი რომელიმე პლანეტას უკავშირდება და თუ ბეჭედს სწორად ანუ „საჭირო“ თითზე გაიკეთებთ, ის მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
მაგალითად, ბეჭედი საჩვენებელ თითზე იუპიტერს ააქტიურებს. თქვენ უფრო თავდაჯერებული და მიზანდასახული გახდებით. იუპიტერი წარმატების, ოპტიმიზმისა და იღბლის პლანეტაა.
შუა თითს მართავს პლანეტა სატურნი, მიწის სტიქია. ამ თითზე, ის ბეჭედი გაიკეთეთ, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგეცათ და სულიერად უფრო ძლიერი იქნებით.
იმისთვის, რომ ჰაერის სტიქია ანუ პლანეტა მზე გაააქტიუროთ, ბეჭედი არათითზე გაიკეთეთ, რათა მეტად იღბლიანი გახდეთ და პირადი ურთიერთობები დაალაგოთ.
ნეკა თითზე გაკეთებული ბეჭედი კი წყლის სტიქიას განასახიერებს, ანუ პლანეტა მერკურს. ეს არის დამოუკიდებლობისა და მისდამი სწრაფვის სიმბოლო. მერკური ინტელექტუალურ ენერგიას აუმჯობესებს.
ასე რომ, სამკაულისა და კონკრეტულად ბეჭდის ტარება პლანეტებთან კავშირშია, სერიოზულ ცვლილებებს იწვევს ორგანიზმის ბიოველში და მოქმედებს ადამიანის ბედზე. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ ხელის თითზე უკეთია ის ადამიანს. მაგალითად, მარჯვენა ხელის თითზე ბეჭდის ტარება ქალის ხასიათში მამაკაცური თვისებების გააქტიურებას იწვევს, მარცხენა ხელის თითზე ტარება კი ქალურობას უსვამს ხაზს.
კარიერისტი და საქმიანი ადამიანებისთვის სასურველია მარჯვენა ხელის ცერა თითზე ოქროს ან მოყვითალო-ოქროსფერი ქვებით გაწყობილი ბეჭდის ტარება. ვერცხლის სამკაული ამ თითზე აძლიერებს ინტუიციას. შემოქმედმა, ჟურნალისტმა და ფსიქოლოგმა კი მარცხენა ხელის ცერა თითზე ოქროს ბეჭედი უნდა გაიკეთოს, რომ ინფორმაციის მიღება და გადამუშავება ადვილად შეძლოს. საჩვენებელ თითზე კი, მხოლოდ ვერცხლის სამკაულის ტარებაა მიზანშეწონილი.
შუათითი ბედისწერაზე აგებს პასუხს. ამიტომ, აჯობებს, შუა თითზე საგვარეულო ბეჭდები ატაროთ. ისინი გენეტიკურად დაგროვილი ინფორმაციის გადამუშავებაში დაგეხმარებათ. არათითი კი, ოჯახურ ჰარმონიაზე აგებს პასუხს. ამ თითზე ოქროს ბეჭდის ტარება კარგია მათთვის, ვისაც სიყვარულში არ უმართლებს. თუ ვერცხლისგან დამზადებულ საქორწინო ბეჭედს ატარებთ, ეს გამოიწვევს მეუღლეებს შორის ცივ, ოფიციალურ დამოკიდებულებას. ამიტომ, არათითზე ვერცხლის ბეჭდის ტარება კატეგორიულად იკრძალება.
თუ გსურთ, საპირისპირო სქესში დიდი მოწონებით სარგებლობდეთ, მაშინ მარჯვენა ხელის ნეკა თითზე პატარა ოქროს რგოლი უნდა ატაროთ.
წყარო:newposts.ge