თეგებით ძიება

როგორ შევძლოთ ასტროლოგიის დახმარებით მადის კონტროლი და წონაში სწორად დაკლება

თითოეული ჩვენგანის სასიცოცხლო პოტენციალი და ჯანმრთელობის მდგომარეობა ინდივიდუალურია და ის ასტროლოგიასთანაა კავშირში. ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის არსებობს საკვების ჩამონათვალი, რომელიც ზუსტად უნდა იცოდეთ – ასე ზედმეტ წონასაც დააღწევთ თავს, ორგანიზმსაც სათანადოდ გამოკვებავთ და შედეგსაც უმოკლეს დროში მიაღწევთ.
ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანი, იმპულსური ხასიათის გამო, არ ფიქრობს შედეგზე, როცა გემრიელ საკვებს ხედავს. თქვენთვის სასარგებლოა საათობრივი დიეტის დაცვა. ბევრი იმოძრავეთ და იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. არ მიიღოთ დღეში 1 500 კილოკალორიაზე მეტი. მოერიდეთ ფუნთუშების, ბრინჯის, ყველის, ბანანის, ქიშმიშის, ცხიმიანი ხორცისა და ტკბილეულის ჭამას. მიირთვით ნუში, თევზი, საქონლის მოხარშული მჭლე ხორცი და ხშირად სვით მინერალური წყალი.

კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანი გურმანია. თუ კარგად არ გამოიკვება, უჭირს სამუშაოს შესრულება და გონების მართვა. იკვებეთ ზომიერად. ხშირად ჭამეთ ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, კომში, ატამი, ქლიავი. რაციონში შეიტანეთ უცხიმო რძის ნაწარმი და ნატურალური უშაქრო ხილის წვენები.

ტყუპებს არ უყვართ ერთფეროვანი საკვები, ამიტომ, ცდილობენ, ყველაფერი გასინჯონ, რაც სუფრაზეა წარმოდგენილი, ეს კი მათთვის ყოველდღიურად მიღებული ზედმეტი კალორიები. აკონტროლეთ მადა და თუ დიეტის დაცვა დაიწყეთ, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ. მიიღეთ ნაკლებკალორიული საკვები: ხილი, ბოსტნეული, იოგურტი, მოხარშული თევზი. მოერიდეთ ბევრ პურს. კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე მოიწყვეთ და მიიღეთ მხოლოდ 2 ცალი ვაშლი და 3 ლიტრი მინერალური წყალი.

კირჩხიბები მიზანდასახულები და პრინციპულები არიან. არასდროს უჭირთ საკუთარი წონის კონტროლი, მთავარია, მოინდომონ და ფორმაში ადვილად ჩადგებიან. ნუ მიიღებთ საკვებს, როცა ემოციურად გადაღლილი ხართ, თორემ, ზომას ვერ გააკონტროლებთ. თქვენთვის დღეში მხოლოდ 1 300 კალორიის მიღებაა ნებადართული. ჭამეთ ბევრი სალათა, ორთქლზე მოხარშული თევზი, ხორციანი წვნიანები და ფხალეული.

ლომი - ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი საკვებთან მიმართებაში თავს ზედმეტის უფლებას აძლევს. ამიტომ საჭიროა, თვალყური ადევნოთ წონას. კარგია. თუ მენიუში ხშირად ჩართავთ ოხრახუშს, ზეთისხილს, ნუშს, ხილსა და ფხალეულს. დაიცავით კვების საათები. რაციონიდან საერთოდ გამორიცხეთ მწარე და ცხარე საკვები, ცხიმიანი კერძები და ალკოჰოლიანი სასმელები. კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე და სვით ბალახეული ნაყენები – ეს თქვენს ორგანიზმს შლაკებისა და წიდებისგან გაწმენდს, ასევე, ზედმეტი წონისგან გაგათავისუფლებთ.

ქალწულებს თავიდან მოიშირეთ იმაზე ფიქრი, რომ დიეტა თქვენს ჯანმრთელობას შეარყევს. იფიქრეთ იმაზე, რომ დიეტა სწორი კვებაა და ის აუცილებლად გჭირდებათ. საჭმლის მომნელებელი სისტემა სუსტი გაქვთ და, თუ სწორად არ იკვებეთ, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. ერიდეთ ნახევარფაბრიკატებს. ეცადეთ, ყველაფერი ნატურალური მიირთვათ და ხშირად ჩართეთ საკვებ რაციონში ფაფები და ბურღულეული, დილა კი ასკილის ჩაით დაიწყეთ.

სასწორი: მერყევი ხასიათის გამო, არ არის გამორიცხული, დაარღვიოთ კვების რეჟიმი და წონაში მომატებაც ამან გამოიწვიოს. თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია დღეში 1 700 კალორია და არა მეტი. ორგანიზმი შეავსეთ საჭირო ვიტამინებით და ყოველდღიურად ივარჯიშეთ. იკვებეთ ზღვის პროდუქტებით და ხშირად სვით ბალახეული ნაყენები.

მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანები ძლიერი ბუნებითა და პრინციპულობით გამოირჩევიან. თუ მოინდომეთ, ადვილად შეძლებთ მადის კონტროლს და წონაშიც დაიკლებთ. შეგიძლიათ, დღიურად მხოლოდ 1 000 კალორია მიიღოთ და ეს საკმარისი აღმოჩნდება. ხშირად მიირთვით თევზი, უმი ბოსტნეული, ზეთისხილი და საქონლის ღვიძლი. ასევე, სასარგებლოა დღეში ერთი ჭიქა წითელი, ნატურალური ღვინო.

მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანი მოძრავი და შრომისმოყვარეა. საჭიროა დროდადრო საკვები რაციონის გადახედვა და მასში კორექტივების შეტანა. არ მიიღოთ დღეში 1 500 კალორიაზე მეტი. ჭამეთ დიდი რაოდენობით ხბოს ღვიძლი, უმი კომბოსტო, ბოლოკი, ვაშლი. მინიმუმამდე დაიყვანეთ მარილისა და შაქრის მოხმარება.

თხის რქა: უმოძრაო წესით ცხოვრება თქვენი სასურველი წონის შენარჩუნების მთავარი მტერია. ჯიუტი ბუნების გამო, არ გაგიჭირდებათ დიეტის დაცვა და სასურველი წონის შენარჩუნება. ნუ მიიღებთ საკვებს საღამოს 7 საათის შემდეგ. ჭამეთ მოხარშული მჭლე ხორცი, ახალი ბოსტნეული, სეზონური ხილი, კენკროვანები. მიიღეთ პოლივიტამინები და თვეში ორჯერ დაიცავით გაზგასული მინერალური წყლის დიეტა.

მერწყულის თუ შეძლეს და მადა მოთოკეს, არც სასურველ წონამდე მისვლა უჭირთ. გირჩევთ, ნაკლებად მიირთვათ ტკბილეული, ღვეზელები, ფუნთუშები, გაზიანი სასმელი. მეტი რაოდენობით მიიღეთ რძის ნაწარმი, რათა ორგანიზმი არ გამოიფიტოს. თქვენი დღიური ნორმაა 1 250-1 300 კალორია. შაქარი შეცვალეთ თაფლით და მოერიდეთ ზედმეტად მარილიან კერძებს. საღამოობით ბევრი ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე – ასე სასიცოცხლო პოტენციალსაც აიმაღლებთ და წონაშიც დაიკლებთ.

თევზების არ ჰყოფნით ნებისყოფა, დაიცვან სწორი კვების რეჟიმი, რის გამოც ადვილად ახერხებენ ზედმეტი წონის აკრეფას, დაკლება კი უჭირთ. კარგია, თუ კვირაში ერთ დღეს მოხარშული ბრინჯის დიეტას დაიცავთ. ასევე, თქვენთვის სასარგებლოა თევზი, ისპანახი, მწვანილი და სეზონური ხილი. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეში 1 600-1 700 კალორიაზე მეტი არ უნდა მიიღოთ.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა