როგორი საკურორტო რომანები აქვთ ზოდიაქის ნიშნებს
ზაფხული და შვებულება ის სიამოვნებაა, რომელსაც მთელი წელი ველოდებით. ზაფხული რომანის გარეშე წარმოუდგენელია. საინტერესია, როგორ იქცევიან კურორტებზე ზოდიაქის ნიშნები?
ვერძი
საკურორტო რომანები და თავგადასავლები მათი სტიქიაა. ზოგჯერ თავით გადაეშვებიან ხოლმე გართობაში და შედეგებზე არც ფიქრობენ.
მამაკაცი ვერძი გამოცდილი ლოველასია. ქალი ვერძი - ყველა კონკურენტს ჩამოიცილებს სასურველი მამრის ხელში ჩასაგდებად.
კურო
საკურორტო რომანის არ გააბამს, რადგან ფიქრობს, რომ არაფერში სჭირდება ურთიერთობა, რომელიც არაფერს მოუტანს. ქალი კურო თაყავანისმცემელ მამაკაცს არც კი მიიკარებს. მამაკაცი კურო თუ დაქორწინებულია, ცოლს არ უღალატებს, მარტოხელა კი საკურორტო რომანით შეიძლება მხოლოდ გაერთოს.
ტყუპი
ფლირტის დიდოსტატია. მისთვის ურთიერთობა სექსზე მნიშვნელოვანია. როგორც წესი, კურორტზე მოვლენების ეპიცენტრშია. ყველას უმეგობრდება. უღალატებს თუა რა, ტყუპი პარტნიორს ვერავინ გეტყვით, რადგან თავადაც არ იცის რას მოიმოქმედებს ცოტა ხანში.
კირჩხიბი
მუდამ მზადაა ბედნიერებასთან შესახვედრად და ნებისმიერ ახალგაცნობილ ადამიანს პოტენციურ მეწყვილედ აღიქვამს. საკურორტო რომანის დროსაც კი პარტნიორი შეიძლება თავდავიწყებით შეუყვარდეს. დაქორწინებული ქალიც და მამაკაციც საკურორტო რომანს უარყოფითად უყურებს.
ლომი
საკურორტო რომანის რეკორდსმენია. მუდამ გარშემორტყმულია უამრავი თაყვანისმცმელით, რაც სიამოვნებას ანიჭებს. რომანს მხოლოდ მისნაირ სამეფო წარმომადგენელთან გააბამს. სახლში გამომგზავრებამდე გართობაზე უარს არ იტყვის. და არა აქვს მნიშვნელობა, დაქორწინებულია თუ არა.
ქალწული
მოკრძალებული და წესრიგის მოყვარული ქალწული თვის ცხოვრებაში შემთხვევით ადამიანს არ შეუშვებს. ადამიანთან მას სულიერი კავშირი უნდა ჰქონდეს. საკურორტო რომანის იშვიათად გააბამს. სიმპათიის ობიექტს დიდხანს აკვირდება და სანამ ურთიერთობა რომანტიკულში გადაიზრდება, შვებულება შეიძლება დაუმთავრდეს კიდეც.
სასწორი
ლომის შემდეგ ყველაზე რომანტიკული ნიშნანია და საკურორტო რომანსაც მარტივად აბამს. მას მუდამ უნდა ჰყავდეს გვერდით ადამიანი, რომელსაც თავის ვნებასა და სინაზეს გაუზიარებს. რომანი შემდეგი სცენარით უნდა განვითარდეს: ყვავილები, რესტორანი, ლექსები, სერენადები და სიყვარულის ახსნა მთვარის შუქზე. ასეთი სცენარი მარტოხელა სასწორებსაც ეხევა და დაქორწინებულებსაც.
მორიელი
ვნებიანი და მიმზიდველია. მან იცის, როგორ უნდა დაახვიოს ადამიანს თვბრუ. საკურორტო ყოფნის დროს შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რომანი გააბას. შეიძლება მოწინააღმდეგეები დუელშიც კი გამოიწვიოს. ერთი სიტყვით. საკურორტო რომანის შემდეგ შინ შთაბეჭდილებებით და მოგონებებით აღსავსე ბრუნდება.
მშვილდოსანი
ოოო, აი, მივადექით ადამიანს, რომელიც საკურორტო ფლირტისა და რომანების დიდოსტატია. მათ უამრავი მეგობარი, თაყვანისცემელ-სატრფო ჰყავთ. ერთი შვებულების დროს უამრავ რომანს აბამს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დაქორწინებული მშვილდოსანები კურორტზე მხოლოდ ფლირტს სჯერდებიან და ღალატზე უარს ამბობენ.
თხის რქა
მათ ცხოვრებაში ყველაფერი მათივე გეგმის მიხედვით უნდა განვითარდეს. ამიტომ, საკურორტო რომანი იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ეს მათ გეგმაში შედის. ამასთანავე, დასასვნებელად მყოფი თხის რქა მაინც მუშაობს და თუ მოხვდება კიდეც ამურის ისარი მხოლოდ მარტოხელა და არა დაქორწინებული თხის რქის გულს.
მერწყული
დასასვენებლად მიმავალ მერწყულს მხიარულებისა და კარგად გართობის სურვილი აქვს. ამიტომ, სასიყვარულო ავანტიურაშიც ადვილად მიიღებენ მონაწილეობას. ხანგრძლივი ურთიერთობა მათ თითქმის არ აინტერესებეთ. ადამიანთან ფლირტითა და დროის კარგი გატარებით დაკმაყოფილდებიან.
თევზები
კურორტზე თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. არა აქვს მნიშვნელობა დაქორწინებულია თუ მარტოხელა საკურორტო რომანისთვის მუდამ მზადაა. ეს შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი ფლირტი ასევე ვნებიანი რომანი. სხვათა შორის, თევზები "აჯილდოებენ" ადამიანს იმ თვისებებით, რომელიც სინამდვილეში მას არა აქვს და მერე თავადვე იტანჯებიან. ისიც უნდა ითქვას, რომ შვებულების დასრულების შემდეგ იმედგაცრუება იპყრობთ.
წყარო:astrologi.ambebi.ge