თეგებით ძიება

რით ხელმძღვანელობს თქვენთან ურთიერთობისას მამაკაცი: აზიატური თუ ევროპული შეხედულებებით? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ თუ ყველა არა, მდედრობითი სქესის 80% მაინც მამაკაცში სიმამაცეს, რისკზე წასვლის უნარს და ვაჟკაცურ ხასიათს აფასებს. ამიტომ რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ საქართველოში გენდერული წონასწორობის დაცვა გვსურს და ქალი მამაკაცის თანასწორუფლებიანი არსებაა, ფაქტი ფაქტად რჩება... ქართველი ქალების უმრავლესობა უპირობოდ იხიბლება თავზეხელაღებული, ცოტა ხისტი და გამოკვეთილად მამაკაცური ტიპაჟებით. დღევანდელ ემანსიპირებულ საუკუნეშიც ქალი მაინც დომინანტ მამაკაცს ირჩევს. მოდით, ასტროლოგიურ ჭრილშიც გავეცნოთ ასეთი მამაკაცების სტატისტიკას და გავიგოთ, რომელი ნიშნის წარმომადგენლები გამოირჩევიან ყველაზე მეტად ე.წ. ”მაჩოს” თვისებებით.


როგორც ასტროლოგები თვლიან, ხასიათის სირბილე უმეტესად კირჩხიბებს,
თევზებს, სასწორებს, ქალწულებს, ტყუპს და მერწყულებს ახასიათებთ. თუმცა, სირბილე და ლოიალურობა რომ არ ნიშნავს, დამყოლ და მორჩილ ხასიათს ეს ერთმნიშვნელოვნად ფაქტია. ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის მამარები გაცილებით უფრო მარტივად ეგუებიან ქალის დომინანტურ როლს როგორც ოჯახში, ისე პირად ურთიერთობაში. ამიტომ ვისაც ოჯახის ე.წ. ”ევროპული” მოდელისკენ მიუწევს გული, ვურჩევთ არჩევანი სწორედ ამ ნიშნის მამაკაცზე გააკეთოს.


ხოლო, რაც შეეხება საპირისპირო ვერსიას, განსაკუთრებული დიქტატორული თვისებებითა და თავზეხელაღებულობით გამორჩეული მამრები, როგორც წესი მორიელის, თხის რქის, კუროს, ვერძის, მშვილდოსნისა და ლომის ნიშნით დაბადებულებს შორის უნდა ვეძებოთ. ამგვარ მამაკაცს არ უყვარს ”მეორე ვიოლინოს” როლის თამაში. შესაბამისად, ქალი, რომელიც მის გვერდითაა ან სრულად ემორჩილება მას, ანდა ურთიერთობა ადრე თუ გვიან (ზოგჯერ სკანდალურად და ერთობ მტკივნეულადაც კი) წყდება ამ ორს შორის. ამასთან ერთად, ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის მამრები ძალზე უაპელაციო და პრინციპულები ხდებიან, როცა საქმე მათ მამაკაცურ თავმოყვარეობასა და პრინციპებს ეხება. ამიტომ მათით მანიპულირების მცდელობას, როგორც წესი, კარგი არაფერი მოაქვს ქალისთვის.





წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა