11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი - რომანტიკული ნაცნობობა გელით და თუ ადამიანი მოგეწონათ, ეცადეთ, არ დაკარგოთ იგი. თქვენ აუცილებლად გექნებათ საერთო მომავალი.
კურო - ენერგიული ხართ და ვალდებულებებს მეტი პასუხისმგებლობით მოაგვარებთ. კარგი დღეა ახალი თანამოაზრეების მოსაზიდად. ზოგიერთი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება.
ტყუპი - მოსაწყენი ვალდებულებებიც კი მხიარულად უნდა შეასრულოთ. იყავით მეტად აქტიური და ღიმილიანი. განსაკუთრებით, საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას.
კირჩხიბი - დაფიქრდით, ბოლოს როდის შეხვდით მეგობრებს, ნათესავებს და იმხიარულეთ? საღამოს ახლობლები შეკრიბეთ, გემრიელობებით გაუმასპინძლდით და გასართობი თემებიც მოიფიქრეთ.
ლომი - მოერიდეთ გაურკვევლობას ურთიერთობაში და ქაოსს საქმეებში,
პირად ნივთებში. შეიძლება ახალი შემოქმედებითი იდეები გაგიჩნდეთ. გარშემო მყოფებთან იყავით კეთილგანწყობილი.
ქალწული - მოგზაურობის, ქალაქგარეთ გამგზავრების და დროის მხიარულად გატარების დღეა. იყავით პოზიტიური და მოეშვით საქმეებზე ფიქრს.
სასწორი - დღეს შეიძლება ახლობელმა ისეთი რაღაც გითხრათ, რასაც თავად ვერ ამჩნევდით ან რამაც შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება.
მორიელი - მნიშვნელოვანი ინფორმაციების დღეა. ზოგი საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ და ზოგიც ხელს შეგიშლით. საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.
მშვილდოსანი - მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ერთმა არასწორმა ნაბიჯმაც კი შეიძლება ხელი შეგიშალოთ მიზნების განხორციელებაში. მეტად დაუგდეთ ყური მეგობრებისა და კოლეგების კომენტარებს.
თხის რქა - თავისუფლების, მხიარულების დღე დაგიდგათ. მეგობრებთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, ესტუმრეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. დატკბით უსაქმურობით.
მერწყული - შეეხმიანეთ მეგობრებს, ყური დაუგდეთ უფროსი ნათესავების რჩევებს. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გარემოცვაში.
თევზები - ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ ან ბოროტად ისარგებლონ თქვენი კეთილგანწყობით. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს, მალე ყველაფერი გაირკვევა.
წყარო: astrologi.ge