რატომ არ ჰგავხარ შენი ზოდიაქის ნიშანს?
საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად, რა თქმა უნდა, ნათალური რუკის გაკეთება ჯობია. მაგრამ შევეცდებით მარტივად აგიხსნათ, თუ რატომ არ ჰგავხართ თქვენი ზოდიაქის ნიშანის დახასიათებას. ქარაფშუტა კურო, ლაქლაქა თხის რქა და ფეთხუმი ქალწული - შეიძლება არსებობდეს და უფრო მეტიც, როცა ზოდიაქის ნიშანის დახასიათებას კითხულობთ, ის შეიძლება სულ გგავდეთ თქვენ.
ვარსკვლავური დრო
წარმოიდგინეთ ცა როგორც ციფერბლატი, რომელიც 12 ნაწილადაა დაყოფილი. 12 ნაწილი ზოდიაქის 12 ნიშანია. თქვენი დაბადების მომენტში პლანეტები ამ 12 ზოდიაქის ნიშანი გადანაწილდნენ და თითოეულმა თავისი შტრიხი შემატა თქვენს ხასიათს, გარეგნობას, ბედს... რა თქმა უნდა, მზე მთავარი პლანეტაა, მაგრამ ნურც სხვა პლანეტებს დავაკნინებთ.
არდამთხვევის 4 მთავარი მიზეზი
1. ზოდიაქის ნიშანის დასაწყისში, პირველ რიცხვებში ან ბოლოში დაიბადეთ
ამ შემთხვევაში მეზობელი ნიშნების თვისებებს შეიძენთ. შეიძლება მათი წაკითხვისას აღმოაჩინოთ მსგავსება საკუთარ თავთან.
2. თქვენზე გავლენას თქვენი მთვარის ნიშანი ახდენს
მთვარე მზეზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მნათობია თქვენს ნათლურ რუკაში. მის გავლენას განსაკუთრებით ქალები გრძნობენ. ის თქვენ ემოციურობას, სიყვარულის, ოჯახის შექმნის შესაძლებლობას განიჭებთ.
თუ თქვენი დაბადების მომენტში მზე იმყოფებოდა კუროს ნიშანში,
ხოლო მთვარე - მორიელის, შეგვიძლია აგიხსნათ, რატომ ხართ კუროსავით ოპტიმისტი და მორიელივით ღრმადჩამწვდომი და ცოტა გესლიანი.
თუ დაბადების მომენტში ადამიანს მთვარე და მზე ერთ ნიშანში დაუჯდა, მას უფრო გამოკვეთილად ექნება იმ ზოდიაქის ნიშანს თვისებები.
3. პლანეტების უმეტესობა ერთ სტიქიაში მოხვდა
4 სტიქია გვაქვს: მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი. თუ თქვენს ნათალურ რუკაში რომელიმე სტიქია ჭარბობს, მისი გავლენა გექნებათ ხასიათზეც და იღბალზეც.
მაგალითად, თუ თქვენი დაბადების მომენტში მზე ტყუპის ზოდიაქში იმოყოფებოდა, ე.ი. ამბობთ, რომ ტყუპი ხართ, მაგრამ სინამდვილეში ხართ პრაქტიკული, ჯიუტი და მიზანმიმართული. თუ ნათალურ რუკაში ჩაიხედავთ და აღმოაჩენთ, რომ 5-6 პლანეტა მიწის ნიშნებშია - კურო, ქალწული, თხის რქა - განლაგებული, ჰაეროვან ტყუპს მიწის თვისებები დაგაფარავს.
4. თქვენზე მოქმედებს აღმავალი ნიშანი - ასცედენტი
ასცედენტი - ეს არის წერტილი ჰორიზონტზე, რომელიც აქტიური იყო თქვენი დაბადების მომენტში. ის განსაზღვრავს რა შთაბეჭდილებას მოახდენთ გაცნობისას გარშემო მყოფებზე. ეს ნიღაბია, რომლითაც სამყაროსთან კონტაქტობთ.
მაგალითად, დაიბადეთ თევზების ზოდიაქის ნიშნით, წესით სენტიმენტალური, მორიდებული უნდა იყოთ ხალხთან ურთიერთობისას, მაგრამ ასცედენტით ხართ ვერძი, ის კი მიზანმიმართული, მებრძოლი ნიშანია, რომელსაც თავით გააქვს ყველაფერი.
წყარო: astrologi.ambebi.ge