თეგებით ძიება

12-18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი სიყვარული - მეტი ყურადღება მიაქციეთ ჩაცმულობას, სასურველი ადამიანისთვის მიმზიდველი უნდა იყოთ. ხშირად გაუღიმეთ მას. ფინანსები და კარიერა - კვირის პირველი ნახევარი საქმიან შეხვედრებს დაუთმეთ. აიმაღლეთ ავტორიტეტი საქმიან პარტნიორებში. კარგი პერიოდია იურიდიული და ნოტარიული დოკუმენტების გასაფორმებლად. ჯანმრთელობა - დაასვენეთ ყურები ხმაურისგან, ხმამაღალი მუსიკისგან. აგრეთვე, გაფრთხილდით, რომ არ გაცივდეთ.

კურო
სიყვარული - სასურველ კანდიდატს სექსუალურობით, მზრუნველობით მოხიბლავთ. დააფასეთ ის რაც გაქვთ, დატკბით ბედნიერებით პარტნიორთან.
ფინანსები და კარიერა - საქმეების მოგვარებას ფულის ხარჯვასაც მოითხოვს და ფიზიკურ აქტიურობასაც. სამსახურში ცვლილებებია მოსალოდნელი. ჰარმონიული დამოკიდებულება გექნებათ კოლეგებთან.
ჯანმრთელობა - მოწყენილი და დეპრესიული მანამ იქნებით, სანამ საკუთარ თავს თავად არ უწამლებთ. იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთან.

ტყუპი
სიყვარული - გაერკვიეთ საკუთარ იდეალებში, სურვილებში, იმიჯში. სპონატური სექსი ვერ გაგაბედნიერებთ. ხშირად მზრუნველობა და ყურადღება უფრო მნიშვნელოვანია.
ფინანსები და კარიერა - გააუმჯობესეთ ურთიერთობა კლიენტებთან. იყავით კრეატიული და ოპტიმისტური. წარმატება ელით მათ, ვინც ბიზნესის გაფართოებასა და კარიერულ წინსვლაზე ოცნებობს.
ჯანმრთელობა - გაფრთხილდით, არ გაგიცივდეთ ფეხები და უსიამოვნებები არ შეგექმნათ შარდის ბუშტთან.

კირჩხიბი
სიყვარული - მშვიდად მოუსმინეთ პარტნიორის მოთხოვნებს, იყავით მეტად მზრუნველი მასზე. მარტოხელები ერთდროულად რამდენიმე რომანს ნუ წამოიწყებთ.
ფინანსები და კარიერა - ახალი საქმიანი პარტნიორების მოძიების, ახალი პროექტების დაწყების, შემოსავლის ახალი წყაროს გამოჩენის კვირაა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, მოაწესრიგეთ არენდის საკითხი.
ჯანმრთელობა - ქრონიკული დაავადებები შეგახსენებენ თავს. მოეშვით თვითმკურნალობას და მიმართეთ ექიმს.

ლომი
სიყვარული - ხშირად უნდა გაუმეოროთ საკუთარ თავს, რომ საუკეთესო ხართ. იყავით მიმზიდველი და სასურველი საყვარელი ადამიანისთვის. გააბედნიერეთ თქვენთან ყოფნის შესაძლებლობით.
ფინანსები და კარიერა - შემოქმედებითი და ინტელექტუალური პროექტების განხორციელების პერიოდია. მიუბრუნდით საქმიან ხელშეკრულებებს და შეიტანეთ მათში კორექტივები. კვირის მეორე ნახევარში ჩამოაყალიბეთ მარკეტინგული სტრატეგია.
ჯანმრთელობა - კარგია ხანგრძლივი სიარული ფეხით. შეამცირეთ დატვირთვა კუჭქვეშა ჯირკვალზე, აკონტროლეთ საკვებში შაქრისა და ცხიმის რაოდენობა.

ქალწული
სიყვარული - მუდმივად ფორმაში უნდა იყოთ და მუდმივად მოწესრიგებული, რომ პარტნიორს თქვენით ტკბობის საშუალება მიეცეს. მოერიდეთ სექსუალურ ექსპერიმენტებს.
ფინანსები და კარიერა - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. წარმატება გელით საქმეებში, ზოგიერთს - დაწინაურება. სიფრთხილე გმართებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას.
ჯანმრთელობა - ბევრმა მუშაობამ თავის ტკივილი იცის. შეამცირეთ დატვირთვა თვალებზეც. ფიტნესი და სპორტი ტონუსში მოგიყვანთ.

სასწორი
სიყვარული - საწინააღმდეგო სქესის ყურადღების მისაქცევად მეტად უნდა გაისარჯოთ. ხშირად გაიღიმეთ და ადამიანი კომპლიმენტებით გაანებივრეთ. სექსში სიახლეები ფრთხილად მოსინჯეთ.
ფინანსები და კარიერა - აკონტროლეთ გამონათქვამები, დროულად შეასრულეთ ვალდებულებები. სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. ზოგიერთს რომანტიკული ურთიერთობა ელის საქმიან პარტნიორთან.
ჯანმრთელობა - მოერიდეთ ზედმეტი დატვირთვას ხერხემალზე.

მორიელი
სიყვარული - მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისება და გააქტიურდით სასურველი კანდიდატის გულის მოსაგებად. მანდილოსნებმა სექსუალური სამოსი მოირგეთ.
ფინანსები და კარიერა - ერთგულ თანამოაზრეებთან ერთად იმოქმედეთ. მოაწესრიგეთ იურიდიული დოკუმენტები. არაოფიციალური შეხვედრები და საიდუმლო მოლაპარაკეები კვირის მეორე ნახევარში დაგეგმეთ.
ჯანმრთელობა - შეამოწმეთ, რომ თქვენს სამგზავრო აფთიაქში იყოს ყველა აუცილებელი მედიკამენტი. როცა
თავს კარგად იგრძნობთ, ზომიერად ივარჯიშეთ.

მშვილდოსანი
სიყვარული - იმ ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ, ვინც დიდი ხანია მოგწონთ. თუ უსიამოვნებები არ გსურთ, მეუღლეს უსაფუძვლო ეჭვიანობით ნუ გამოიყვანთ მდგომარეობიდან.
ფინანსები და კარიერა - ლიდერის, ბიზნესმენის პოზიცია მეტად უნდა გამოავლინოთ. ზოგიერთი უძრავი ქონების ყიდვას გადაწყვეტს. კვირის მეორე ნახევარში ახალი ტექნოლოგიების დატესტვა მოგინდებათ.
ჯანმრთელობა - მეტად გაუფრთხილდით ორგანიზმს, ნუ მიიღებთ მისთვის მავნე პროდუქტებს.

თხის რქა
სიყვარული - ისწავლეთ ერთმანეთისგან გარჩევა სექსისა და სასიყვარულო აქტისა. ამ სფეროს საქმიანად ნუ უდგებით, რომანტიკულად მიუდექით.
ფინანსები და კარიერა - გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა იმ საქმიან პარტნიორებთან, რომლებთანაც მუშაობა მოგიწევთ. კვირის მეორე ნახევარში კარიერული წინსვლა გელით, თუ მოინდომებთ.
ჯანმრთელობა - თუ თავად არ მოინდომებთ რომ კარგად გახდეთ, ძვირად ღირებული წამალიც კი ვერ გიშველით.

მერწყული
სიყვარული - მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ თქვენი "თავის ტკივილის" მიზეზი. მოერიდეთ რომანტიკულ თავგადასავლებს ახალგაცნობილებთან. არავინ იცის რითი დამთავრდება ისინი.
ფინანსები და კარიერა - პირველ რიგში ფინანსური საკითხები მოაგვარეთ. ზოგიერთს მივლინება, უცხოელ კოლეგებთან ელის შეხვედრა. კარგად ჩამოაყალიბეთ მარკეტინგული სტრატეგია.
ჯანმრთელობა - ერიდეთ ვირუსებსა და მიკრობებს. გაუფრთხილდით ყურებს.

თევზები
სიყვარული - მიხვდებით, რა გეშლებოდათ და როგორ უნდა გამოასწოროთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მეუღლესთან ყველა უსიამოვნება მოფერებით მოგვარდება. ერთმანეთზე გაბრაზებულები საწოლში ნუ ჩაწვებით.
ფინანსები და კარიერა - შანსი მოგეცემათ წარმატებას მიაღწიოთ კარიერას და ბიზნესში, არ იზარმაცოთ. ზოგიერთი ბიზნესის გაფართოებას, ახალი საქმიანობის წამოწყებას გადაწყვეტს.
ჯანმრთელობა - გადაღლილობის გამო მოსალოდნელია თავის ტკივილები. პროფილაქტიკის მიზნით ეწვიეთ სტომატოლოგს.







წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა