თეგებით ძიება

რას გიმზადებთ აგვისტო პირად ცხოვრებაში? - „შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც განშორება აღარ მოგინდებათ"

პირადი ცხოვრება თქვენთვის მნიშვნელოვანია? გსურთ, მზად დაუხვდეთ მოახლოებულ მოვლენებს? გთავაზობთ აგვისტოს სასიყვარულო ჰოროსკოპს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:


ვერძი

მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. მეგობრებისგან შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც განშორება აღარ მოგინდებათ. დაქორწინებულებმა ერთად გაატარეთ შვებულება და მეორე თაფლობის თვე მოიწყვეთ. ნუ გაიხსენებთ წარსულ წყენას, ნუ დაუშვებთ ძველ შეცდომებს, თუ გსურთ, ურთიერთობაში ჰარმონიამ დაისადგუროს. ეცადეთ, მეტად მზრუნველი იყოთ საყვარელი ადამიანის მიმართ.


კურო

მარტოობა იმდენად მოსაწყენი მოგეჩვენებათ, რომ ყოფილ შეუყვარებულთან შერიგებაზეც კი დაფიქრდებით. ოჯახურ ცხოვრებაში სიკეთეს არ მოგიტანთ, თუ მუდამ უკმაყოფილო იქნებით მეუღლის საქციელით და გააკრიტიკებთ მას. ნუ ჩაერევით საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში თუ ის არ გთხოვთ. აგვისტოს ბოლოს ნუ გაუხსენებთ საყვარელ ადამიანს წარსულში ჩადენილ უსიამოვნებებს.


ტყუპი
იმ ადამიანთან დაიწყებთ რომანს, რომლის მიმართაც გულგრილი არ ხართ. შუა აგვისტოში არ დაუშვათ შეცდომები და თუ უკვე დაუშვით, ეცადეთ, აღარ გაიმეოროთ. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება არაორდინარული საქციელით გაგაოცოთ. თვის ბოლოს მეორე თაფლობის თვე დაგეწყებათ.


კირჩხიბი

თქვენი პირად ცხოვრება თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. თუ არ ჩაღრმავდებით პირად კომპლექსებში, იმ ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია. წარსულ შეცდომებზე მეუღლეს ყურადღეაბს ნუ გაუმახვილებთ. თვის ბოლოს პარტნიორთან ერთად წამოწყებული საქმიანობა კიდევ უფრო დაგაახლოებთ.


ლომი

მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა ელით. რომელიც სიყვარულით, დაუვიწყარი რომანით დასრულდება. შეიძლება იმ ადამიანთან აღადგინოთ კავშირი, ვისაც ადრე იცნობდით. თუ შვილზე ოცნებობთ, აგვისტო კარგი თვეა ჩასახვისთვის.


ქალწული

იქნებ, ჯობია, რომ ყურადღება მიაქციოთ იმ ადამიანს, ვინც დიდი ხანია თქვენ გვერდითაა. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაქრა. დაქორწინებულებმა ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ერთად. საერთო საქმიანობა კიდევ უფრო დაგაახლოებთ. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მეუღლის შეცდომებზე. შუა აგვისტოში თქვენს პირად საქმეებში შეიძლება მესამე ადამიანი ჩაერიოს. თვის ბოლოს აქტიურად დაიწყეთ თქვენი მომავლის შენება.


სასწორი

მარტოხელებს ახალი რომანი ელით ასაკით უფროს ადამიანთან, რაც არ მოეწონებათ თქვენს ნათესავებს. თუ მეუღლესთან ნორმალური ურთიერთობა გსურთ, პრეტენზიები უნდა შეამციროთ. სასიყვარულო ამბები აგვისტოს ბოლოს იმ ადამიანთან განიხილეთ, ვისაც თქვენზე პოზიტიური გავლენა აქვს.


მორიელი

ცვლილებების თვე დაგიდგათ. შეიძლება ისევ იფეთქოს ვნებამ ადამიანთან, რომელსაც ადრე ხვდებოდით. თუმცა, ხანმოკლე ვნების გამო კავშირს ვერ შეინარჩუნებთ. დაქორწინებულები მოერიდეთ კამათს მეუღლესთან. ნეგატივმა შეიძლება უარყოფითდ იმოქმედოს თქვენს კავშირზე. ნუ დააბრალებთ საყვარელ ადამიანს იმას, რაშიც თავად ხართ დამნაშავე.


მშვილდოსანი

თქვენი რომანის გმირი გახდება ადამიანი, რომელთანაც დიდხნიანი ნაცნობობა გაკავშირებთ, მაგრამ ჯერ არ იცით რას განიცდის თქვენ მიმართ რეალურად. დაქორწინებულებმა მაქსიმალურად ბევრი დრო გაატარეთ ერთად. ეცადეთ, სიურპრიზებით გაანებივროთ მეუღლე. არ დაუშვათ შეცდომები, რომლის გამოც წარსულში უკვე გაგიფუჭდათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.


თხის რქა

თავისუფალი თხის რქა ურთიერთობის აწყობას ძველ ნაცნობთან შეეცდება. მეუღლის მიმართ იყავით ობიექტური. შუა აგვისტოში მოსალოდნელია სპონტანური სექსი ახალგაცნობილთან.


მერწყული

მარტოხელებმა არ დაუშვათ იგივე შეცდომა და არ დაუკავშიროთ ბედი აფერისტ ადამიანს. გაურკვევლობის გამო მოერიდეთ მეუღლესთან კამათს. შუა კვირაში მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყოთ და მოერიდოთ საქმეების გარჩევას საყვარელ ადამიანთან საზოგადოებაში. თვის ბოლოს საკუთარ განცდებს ნუ გაუმხელთ იმ ადამიანს ვისაც თქვენი მეორე ნახევარი არ მოსწონს.


თევზები

ახალგაცნობილი ფიზიკურად შეიძლება მოგეწონოთ, მაგრამ რთული ხასიათის გამო შეიძლება ვერ გაუგოთ. მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხი. შუა თვიდან პოზიტიური ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.










წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა