ვისზე ქორწინდებიან ზოდიაქოს ნიშნები?
ზოდიაქის ნიშანი განსაზღვრავს, თუ რომელ ნიშანში მოხვდა მზე თქვენი დაბადების მომენტში. ანუ, თუ თქვენ ამბობთ, რომ "ლომი" ხართ, ე.ი. მზე თქვენი დაბადების მომენტში ლომის ზოდიაქის ნიშანს გადიოდა. ასტროლოგიაში კი მზე ქმარსაც განსაზღვრავს. აგრეთვე, მზის ნიშანი განსაზღვრავს, თუ როგორი ქმარი და როგორი ქორწინება სურს ქალს.
ვერძი
მეგობრებთან შედარებით, გვიან ქორწინდებიან. პარტნიორად ლიდერ და მიზანმიმართულ ნიშანს ირჩევენ, რომელსაც კარიერაც უნდა ჰქონდეს აწყობილი და ბანკში სოლიდური თანხაც უნდა ჰქონდეს. მარსით მართულ ვერძებს ასტროლოგები ურჩევენ, მეტად მომთმენები, რბილები და
ოპტიმისტურები იყვნენ.
კურო
კუროები ხშირად კუროებზევე ქორწინდებიან. მათ საერთო მიზნები, გემოვნება და სურვილები აქვთ. თუ ასე არ მოხდა, კურო ცხოვრების მეგზურად აირჩევს ადამიანს, ვის გვერდითაც თავს სტაბილურად, დაცულად და ჰარმონიულად იგრძნობს.
ტყუპი
ინტელექტუალური ნიშანი პარტნიორად ირჩევს ადამიანს, რომლის ინტერესის სფეროცაა: კითხვა, მოგზაურობა, თეატრი და კინო. სხვათა შორის, ტყუპი სოლიდურ ასაკში იპოვის ასეთ ადამიანს.
კირჩხიბი
ოჯახის შექმნა მათ ბაღის ასაკიდანვე სურთ. ხშირად თამაშობენ "სახლობანას", "დედობანას". თავად იდეალური მეუღლეა და სურს, რომ გვერდითაც ასეთი ჰყავდეს. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის ნეგატიურ მხარეს და მეტი - ფსიქოლოგიურ კომფორტს.
ლომი
გვერდით წარმოსადეგი და ძლიერი მეწყვილე სურს, რომლისთვისაც პრიორიტეტი ოჯახია. გარდა ამისა, მას არ მოეწონება, თუ პარტნიორი შეზღუდავს და გარკვეულ ჩარჩოებს დაუწესებს.
ქალწული
მკაცრი და დისციპლინირებული ნიშანია. მიზანდასახულია და მუდამ იცის, რა სურს და როგორ უნდა მიაღწიოს. ქალწული ხშირად კოლეგაზე ან საქმიან პარტნიორზე ქორწინდება. მათ რომანტიკაც და საერთო მიზანიც უნდა აკავშირებდეთ.
სასწორი
ესთეტიკა, სილამაზე და სიყვარული - აი, რა სურს ქორწინებაში სასწორს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს დახვეწილი მანერები ჰქონდეს. ასტროლოგები გირჩევენ, პრაქტიკული მეწყვილი შეარჩიოთ, თორემ ზოგიერთი სიმპათიური გარეგნობის მიღმა სრული სიცარიელეა.
მორიელი
დაბადებიდან ფსიქოლოგი, მისტიკოსი და ანალიტიკოსია. გვერდით ძლიერი (ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და სექსუალურად) პარტნიორი უნდა ჰყავდეს. თუმცა, ჰარმონიულ კავშირშიც კი ზოგიერთ საიდუმლოს თავისთვის დაიტოვებს.
მშვილდოსანი
მოგზაური ადამიანია, რომელსაც თვალსაწიერის გაფართოება სურს. მშვილდოსანი დაახლოებით, 35 წლის ასაკისთვის ქორწინდება. აქამდე იდეალურ პარტნიორს ეძებს. ის უნდა იყოს ასაკით უფროსი, საინტერესო, კონცენტრირებული ოჯახსა და ერთგულებაზე და თვალები უნდა დახუჭოს მეუღლის მცირე ნაკლოვანებაზე.
თხის რქა
იდეალისტი და კარიერისტი ადამიანია. მეწყვილედ შემდგარ პიროვნებას აირჩევს. ან მის გვერდით საიმედო საქმიან პარტნიორად გადაიქცევა, ან ყველაფერს გააკეთებს, რომ მის კარიერას ხელი არ შეეშალოს და ახალ-ახალი მწვერვალები დაიპყროს. როგორც წესი, თხის რქა 37 წლის ასაკში ქორწინდება, როცა მისი მმართველი სატურნი იმავე წერტილზე დგება, როგორც პიროვნების დაბადების მომენტში იყო.
მერწყული
თავისუფლების მოყვარული და ცოტა უცნაური ადამიანია. ხშირად იმდენად ორიგინალური მოთხოვნები აქვს მეუღლის მიმართ, რომ საერთოდ უარს ამბობს ქორწინებაზე; ხოლო თუ დაქორწინება გადაწყვიტა, პარტნიორს იმაზე მეტს მისცემს, ვიდრე თავად მიიღებს. მის გვერდით კი მისნაირ ორიგინალურ და თავისუფლების მოყვარე ადამიანს თუ ვიხილავთ.
თევზები
პოეტური სულის წყალობით ქორწინებაში რომანტიკასა და სიყვარულს ეძებენ. ისინი აიდეალებენ პარტნიორს. პლანეტა ნეპტუნის მმართველობის ქვეშ მყოფ თევზებს ასტროლოგები გირჩევენ, იყოთ მეტად დაკვირვებულნი პარტნიორის მიმართ. დააკვირდით მის ქმედებას და არა მის სიტყვებს (ილუზიებში რომ არ გაცხოვროთ).
წყარო:astrologi.ambebi.ge