თეგებით ძიება

რომელია ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშანი?

ეთანხმებით ამ რეიტინგს?

12. მერწყული

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მარტოხელები არიან. მათ დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ პარტნიორს სრულად მიენდონ. თანაც, ყველას არ სურს, გაამჟღავნოს ეს თვისება და სწორედ ამიტომ მოცემულ რეიტინგში მერწყული ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.


11. თხის რქა

ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგში თხის რქა ბოლოსწინა ადგილზე აღმოჩნდა. არა იმიტომ, რომ ცუდი საყვარლები არიან, არამედ იმიტომ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია. ზედმეტად კრიტიკულები არიან, როდესაც საკითხი პარტნიორის არჩევას ეხება. სწორედ ხასიათის ეს შტრიხი უშლით მათ ხელს საპირისპირო სქესთან დაახლოებაში.


10. კურო

კუროებთან ურთიერთობა, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში იყოს როგორც საუკეთესო, ისე ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება. ზოდიაქოს ეს ნიშნები გამოირჩევიან სანდოობით, მაგრამ, ამავე დროს, საკმაოდ ჯიუტები არიან. ეს, შესაძლოა, გაუგებრობისა და მოსაწყენი სექსუალური ცხოვრების მიზეზი გახდეს.


9. ქალწული

როდესაც საუბარია სექსზე, ზოდიაქოს ეს ნიშნები ზედმეტად წვრილმანდებიან. თუმცა, ეს არ უშლით მათ ხელს სინაზისა და მზრუნველობის შენარჩუნებაში.


8. სასწორი

მათ შეიძლება თამამად ვუწოდოთ ყველაზე ვნებიანი და შემოქმედებითი ადამიანები ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშნებისგან განსხვავებით. თუმცა, ამ ყველაფერს საპირისპირო მხარეც აქვს. სასწორები საშიში მესაკუთრეები არიან, როდესაც საქმე ურთიერთობას ეხება, რასაც, თავის მხრივ, ზოდიაქოს ეს ნიშნები ნეგატიურ შედეგებამდე მიჰყავს.


7. ტყუპები

ტყუპებს შეუძლიათ იყვნენ ძალიან ვნებიანები, თუკი გამოიცნობთ, კონკრეტულად რა აღაგზნებთ მათ. თუ მიუხვდებით მათ სექსუალურ გატაცებას, ნამდვილად დაუვიწყარი ღამე გელოდებათ.


6. მშვილდოსანი

ზოდიაქოს ეს ნიშანი ცნობილია საკუთარ თავში მუდმივი სიახლეების ძიებით და აღმოჩენებით, მათ შორის, საწოლში. თუკი მშვილდოსანთან საძინებელში აღმოჩნდებით, მზად იყავით, სცადოთ რამე ახალი და შესაძლოა, ცოტა უხამსიც.


5. კირჩხიბი

კირჩხიბები ვნებიანი და ემოციური საყვარლები არიან. მათთან ურთიერთობა, მათ შორის, სექსუალურიც, ამერიკულ მთებში მოგზაურობას ჰგავს.


4. ლომი

ზოდიაქოს ამ ნიშნებს უყვართ დომინირება, რაც მათ სექსუალურ ცხოვრებაზეც აისახება. ლომები ძალაუფლების მოყვარულები არიან და მათი ეს თვისება პარტნიორებს აგიჟებს. მით უმეტეს, იშვიათად აწუხებთ ნარცისიზმი, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, მათ პარტნიორებს ხელს უშლიდეს სიამოვნების მიღებაში.


3. ვერძი

ვერძები ძალიან ვნებიანი და მგრძნობიარე საყვარლები არიან. მათი ეს თვისება პარტნიორებს ყოველთვის აგიჟებს. ზოდიაქოს ამ ნიშანს მუდმივად დომინირების სურვილი აქვს და სწორედ ამიტომ მოხვდნენ ისინი ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშნებიდან მესამე ადგილზე.

2. თევზები

ძველი კეთილი კლასიკა - სწორედ ასე შეიძლება აღვწეროთ ზოდიაქოს ამ ნიშნების სექსუალური ცხოვრება. თევზები გამოირჩევიან მაღალი ლიბიდოთი, მაგრამ ამავდროულად არიან რომანტიკული საყვარლები და იზიარებენ ტრადიციულ შეხედულებებს. მათთან პარტნიორი დაუვიწყარ სიამოვნებას განიცდის.


1. მორიელი

ზოდიაქოს ამ ნიშნებმა ყველაზე უკეთ იციან, როგორ მიანიჭონ სიამოვნება პარტნიორს. სინამდვილეში, მორიელები ყველაზე ვნებიანები და მგრძობიარეები არიან საწოლში ყველა დანარჩენ ნიშანს შორის. მორიელებთან აუცილებლად გამოცდით დაუვიწყარ შეგრძნებებს და არასდროს მოგინდებათ, რომ მათთან ურთიერთობა ოდესმე დაასრულოთ.










წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა