თეგებით ძიება
15. 08. 2019 News-ები

იცოდეთ ეს 5 ხრიკი, თუ გსურთ, სუნამოს არომატი ორჯერ უფრო ხანგრძლივად გაგყვეთ

სასურველი სუნამოს შერჩევა საკმარისი არ არის, აუცილებელია მისი მოხმარების ცოდნაც. ანუ გგონიათ, რომ თუკი სუნამოს დიდი რაოდენობით დაისხამთ, არომატი მთელი დღე გაგყვებათ. ასე შემთხვევაში მძაფრი სურნელი გარშემომყოფებს გააღიზიანებს.

მაშ ასე, გადახედეთ მარტივ ხრიკებს, რომელთა დახმარებით სუნამოს არომატი ხანგრძლივად გაგყვებათ.

1. ერთი ხაზი

ხშირად პარფიუმის არომატი ტანის გელებისა და კრემების სურნელში ირევა, შედეგად კი უსიამოვნო სურნელს ვიღებთ. მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ, ერთი ხაზის პროდუქცია შეიძინოთ.

2. დრო

არსებობს დღის და საღამოს პარფიუმები, ისევე, როგორც ზაფხულის და ზამთრის ხაზები. ბევრი ამ ფაქტს არ ითვალისწინებს, თუმცა, ტყუილად. დღის არომატისთვის სასურველია, უფრო მსუბუქი სურნელის შერჩევა, საღამოსთვის კი შეგიძლიათ, შეარჩიოთ უფრო მძიმე და გაჯერებული არომატი.

3. კანი

არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წესი - სუნამო აუცილებლად უნდა დაისხათ სუფთა კანზე. ბევრი ფიქრობს, რომ ტანსაცმელზე არომატი უფრო ხანგრძლივად ჩერდება, თუმცა, ეს მცდარი აზრია. თუკი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გიწევთ არომატის შეცვლა, მაშინ, შეგიძლიათ სუნამო ტანსაცმელზე შეიპკუროთ, მაგრამ თუკი მთელი დღის განმავლობაში ერთი პარფიუმით სარგებლობთ, უმჯობესია ის სუფთა კანზე დაისხათ.

4. სუნამოს მაჯაზე შეპკურება

სუნამოს დასხმის დროს ყველაზე გავრცელებული შეცდომა ის არის, რომ მას უმეტესად მხოლოდ მაჯებზე ან ხელის წრიული მოძრაობით მთელ სხეულზე იპკურებენ. ამგვარად მოლეკულები იშლება და უსიამოვნო სურნელი რჩება.

5. წერტილები

სუნამო მხოლოდ იმ ადგილებში უნდა შეიპკუროთ, სადაც პულსაცია იგრძნობა. ამგვარად მას უფრო სწრაფი და ძლიერი ეფექტი აქვს. აი, შემდეგი წერტილები:

ყურის უკან

იდაყვის მოხრის ადგილას

მაჯაზე

კისრის უკანა ნაწილში (წლის ცივ სეზონზე)

თმებში (სავარცხლის დახმარებით)







წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა