თეგებით ძიება
15. 08. 2019 News-ები

კოცნის 18 სახეობა და მათი მნიშვნელობები

მოემზადეთ! წინ საინტერესო ინფორმაცია გელოდებათ!

აღმოჩნდა, რომ კოცნა კატეგორიებად იყოფა. შერილ კირშენი, რომელიც წიგნის „კოცნის მეცნიერების“ ავტორია, ამტკიცებს, რომ კოცნის დაახლოებით ასი სახეობა არსებობს, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულ გრძნობებს გამოხატავს.
მათგან გამოვარჩევთ ყველაზე საინტერესოს, ყველაზე გავრცელებულსა და ყველაზე ნაცნობ 18 სახეობას, რომლებიც აუცილებლად დაგაინტერესებთ.


ფრანგული კოცნა - გამოხატავს ვნებას. ფრანგული კოცნა სოლიდურ სტაჟიან წყვილებსაც მოსწონთ, რომლებსაც შეუძლიათ, მძვინვარე გრძნობები შეინარჩუნონ.

სწრაფი კოცნა - დახურული ბაგეებით - ამგვარად წყვილი საზოგადოებრივ ადგილებში კოცნის ერთმანეთს (ყველაზე ხშირად ის წყვილები, რომლებიც დიდი ხანია ერთად არიან და ურთიერთობის ახალ დონეზე გადავიდნენ).

ლოყაზე კოცნა - ეს ორმაგ მზრუნველობაზე მიანიშნებს.

ჰაეროვანი კოცნა - მიგვანიშნებს, რომ წყვილს ფლირტი უყვარს და თავგადასავლებისა და მხიარულების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.

ჩაკეტილი კოცნა - წარმოიქმნება მაშინ, როდესაც წყვილს ძალიან ეჩქარება წასვლა, მაგრამ ერთმანეთს ვერ ელევა.

ანგელოზის კოცნა - ეს არის სამუდამო კოცნა, როდესაც შეყვარებული წყვილიდან ერთ-ერთს სძინავს. ეს გულწრფელობასა და საიმედოობაზე მიანიშნებს.

ცხვირზე კოცნა - წყვილში არსებულ იუმორის გრძნობასა და მხიარულებაზე მიანიშნებს. ის, ასევე, შესანიშნავი გამოსავალია წაკამათებული წყვილის შესარიგებლად.

შუბლზე კოცნა - მზრუნველობისა და ერთგულების ნიშანია.

ყურზე კოცნა (სხეულის ძალიან მგრძნობიარე ნაწილი) - მხიარულებასა და გართობას იწვევს. მიანიშნებს, რომ ცხოვრებისგან ახალ შთაბეჭდილებებს ელოდებით.

ყურის ბიბილოზე კოცნა - ყურის ბიბილოზე მაშინ კოცნიან, როდესაც ურთიერთობა სავსეა ვნებით. ეს ერთ-ერთი ინტიმური და რომანტიკული ჟესტია.

ხელებზე კოცნა - უძველესი ჟესტია, რომელიც პატივისცემასა და აღტაცებას გამოხატავს. ზოგიერთი წესის თანახმად, კაცი, რომელიც ქალს ხელზე კოცნის, აუცილებლად ქალზე უფროსი უნდა იყოს.

კისერში კოცნა - გახსნილ და ვნებიან ადამიანებს უყვართ, რომლებსაც ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება აქვთ.

ე.წ. „ზასოსი“ - თავისებური „ნიშანი“, რომელიც მიგვანიშნებს, რომ პარტნიორი დაკავებულია. შეიძლება ეს ეჭვიანობის მანიშნებელიც იყოს ან პარტნიორი ამტკიცებს, რომ ვიღაცასთან ურთიერთობაშია.

კოცნა მხოლოდ ერთი ბაგის აქტიურობით - ეს ახასიათებთ წყვილებს, რომელთაც მყარი ურთიერთობა აქვთ, როდესაც პარტნიორებს ერთად ყოფნა უყვართ. ნუ გაგიკვირდებათ! არ შეგხვედრიათ დიდი ხნის წყვილი, რომლებმაც ერთმანეთის შესახებ ბევრი არაფერი იცის?

ესკიმოსების კოცნა - მყარ ურთიერთობას გამოხატავს.

ქვედა ტუჩის კბენა - ტემპერამენტიან ადამიანებს ახასიათებთ.

ვაკუუმური კოცნა - მოსწონთ მათ, ვისთვისაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ფიზიკური კონტაქტი.









წყარო:funtime.ge




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა