სიყვარულის ჰოროსკოპი - რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებს სექტემბრიდან პირად ურთიერთობებში
ვერძი - სიყვარული? ვის აქვს დრო ამ სისულელისთვის? - ვერძების უმეტესობას სწორედ ამგვარი დამოკიდებულება ექნება სიყვარულის მიმართ 2019 წელს. მარტოხელა ვერძებს გექნებათ მცირე დროით რომანტიკული ურთიერობა, თუმცა ეს არ იქნება თავბრუდამხვევი და მყარი კავშირი. 2019 წელს მთლიანად კონცენტრირებულები იქნებით საქმეზე, კარიერაზე. იმის გამო, რომ სიყვარულის საკითხებში უყურადღებობას გამოიჩენთ, მოსალოდნელია, რომ დაქორწინებულ ვერძებსაც პრობლემები შეგექმნებათ ოჯახურ ცხოვრებაში. სანამ არ გააანალიზებთ, რომ სიყვარულსაც ისეთივე ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება, როგორც საქმიან ურთიერთობებს, არაფერი გამოგივათ.
კურო - დიდი ალბათობით, 2018 წელი სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით თქვენთვის წარმატებული იყო და ეს დინამიკა 2019 წელსაც შენარჩუნდება. თქვენ ისიამოვნებთ და ბედნიერები იქნებით იმ სასიყვარულო ურთიერთობით, რომელიც წინა წლებში ჩამოგიყალიბდათ. მარტოხელა კუროებო, თქვენთვისაც კარგი ამბავი გვაქვს. მოსალოდნელია, რომ მეგობრული, საქმიანი ურთიერთობა თავბრუდამხვევ სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზრდება და ბოლოსდაბოლოს იპოვნით მას, ვისაც უკვე დიდი ხანია ეძებდით. განსაკუთრებულ წარმატებას რომანტიკულ ურთიერთობებში ივლისიდან ელოდეთ.
ტყუპები - ტყუპებო, ცოტა ხნით გადადეთ წიგნები და სასიყვარულო ურთიერთობას მიხედეთ. იცოდეთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში წარმატება ყველაზე დიდ ბედნიერებას მოგანიჭებთ. ბოლო 12 წლის განმავლობაში ბედნიერების პლანეტა იუპიტერი პირველად არის ურთიერთობების სახლში, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატება გელოდებათ. მთავარია, ცოტათი მაინც მოინდომოთ. 2019 წელი თქვენთვის რომანტიკული მოვლენებით იქნება დატვირთული. თუ მარტოხელა ხართ შეხვდებით ვინმე განსაკუთრებულს, რომელზეც დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებთ. ეს წელი იუპიტერის გავლენით არაერთ შესაძლებლობას მოგცემთ. მთავარია დაინახოთ ეს შესაძლებლობები და გამოიყენოთ.
კირჩიბი - კირჩხიბებო მოემზადეთ სერიოზული და ნამდვილი სიყვარულისთვის, მყარი ურთიერთობისთვის. დასრულდა მხოლოდ ფლირტისა და გართობის დრო. ეცადეთ, უფრო სერიოზულად შეხედოთ სასიყვარულო ურთიერთობებს. 2019 წელს სამყარო თქვენგან დისციპლინასა და უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს და თუ პასუხისმგებლიანები იქნებით, წარმატებაც არ დააყოვნებს. თუ მტანჯველ სასიყვარულო ურთიერთობაში ხართ, 2019 წელი იდეალურია იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს თავი დააღწიოთ მძიმე ცხოვრებას და მიიღოთ დაშორების გადაწყვეტილება, მარტოხელებს კი, ნამდვილი სიყვარულის პოვნის შესაძლებლობა მოგეცემათ, თუმცა აუცილებლად შეხედეთ ყველაფერს სერიოზულად. ნუ გაერთობით სხვების გრძნობებით.
ლომი - 2019 წლის სასიყვარულო პროგნოზი ოპტიმისტურია. განსაკუთრებით სასიამოვნო წელი იქნება იმ ლომებისთვის, რომლებმაც უკვე იპოვნეს სიყვარული. ეს იქნება ურთიერთობების განმტკიცების წელი, რომელიც ბედნიერებით აგავსებთ. მოსალოდნელია, რომ შვილი შეგეძინოთ. ისიამოვნებთ თქვენი სასიყვარულო კავშირით. რაც შეეხება მარტოხელა ლომებს, 2019 წელი ვერ გპირდებათ ნამდვილი სიყვარულის პოვნას, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამ კუთხით შესაძლებლობას წლის მიწურულს - ნოემბერსა და დეკემბერში მიიღებთ.
ქალწული - თქვენ სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით სასიყვარულო ურთიერობებში სირთულეები გელოდებათ, მაგრამ ეს, პირველ რიგში, თქვენი ნატურიდან გამომდინარეობს. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გინდათ სასიყვარულო ურთიერთობისგან, რას ელოდებით სინამდვილეში და ამის შემდეგ გადადგით ნაბიჯები. დაანებეთ თავი სრულყოფილი ადამიანის ძებნას და მიხვდით ბოლოს და ბოლოს, რომ სრულყოფილი არავინაა. 2019 წელი თქვენთვის ღირებულებების გადაფასების წელი იქნება. არ იდარდოთ, როგორც კი სრულყოფილი ადამიანის ძებნას შეეშვებით, მაშინვე იპოვნით სიყვარულს.
სასწორი - ურანის გავლენის გამო 2011 წლიდან სასწორების უმეტესობას პრობლემები გაქვთ სასიყვარულო ურთიერთობებში და შესაძლოა, აღარ გჯერათ სიყვარულის, მაგრამ ღრმად ჩაისუნთქეთ და მოემზადეთ თავბრუდამხვევი, დაუვიწყარი რომანტიკული თავგადასავლებისთვის, რომლებსაც ვარსკვლავები ახალი წლიდან გპირდებიან. მთავარია, რომ არ დაკარგოთ წონასწორობის განცდა და სიმშვიდე.
მორიელი - 2019 წელს სამწუხაროდ ბევრი პრობლემა გელოდებათ სიყვარულში და დიდია შანსი იმისა, რომ ამ პრობლემებს ვერ გაუმკლავდეთ. პანიკაში ნუ ჩავარდებით, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ საღად აზროვნებას. მოერიდეთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას, რადგანაც შესაძლოა, დროის გასვლის შემდეგ ინანოთ. პარტნიორთან ყოველი კამათის შემდეგ სახლიდან ნუ გაიქცევით და მაშინვე განქორწინების გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. ისაუბრეთ პარტნიორთან მშვიდად პრობლემებზე და გახსოვდეთ, რომ პრობლემების მოგვარებას მხოლოდ ასე შეძლებთ. 2019 წლის შემოდგომიდან შედარებით სტაბილური პერიოდი დაიწყება.
მშვილდოსანი - თუ ქორწინებაში არ ხართ, დიდი ალბათობით, 2019 წელს მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას და თითზე ბეჭედს გაიკეთებთ. 2019 წელი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური ვიბრაციებით იქნება სავსე ცხოვრების ყველა მიმართულებით. იქნებით ისეთი ოპტიმისტები, როგორც არასდროს და ეს მოხდება თქვენი მმართველი პლანეტის, იუპიტერის გავლენით, რომელიც როგორც იქნა დაუბრუნდა თქვენს ზოდიაქოს ნიშანს. ახლა მიხვდებით რას ნიშნავს მშვილდოსნის იღბალი. თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად ისეთი კარგი რაღაცები მოხდება, რაზეც ოცნებაშიც კი არ გიფიქრიათ. თუ უკვე ხართ სასიყვარულო ურთიერთობაში, თქვენი პარტნიორი საოცარ თვისებებს გამოავლენს და ის თქვენთვის დიდი მხარდამჭერი გახდება, ვისაც არ ჰყავს საყვარელი ადამიანი, 2019 წელს აუცილებლად იპოვნის მას.
თხის რქა - თქვენ ყოველთვის ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ხართ - არასოდეს არ გაქვთ დრო საყვარელი ადამიანისთვის, მთელ დროს მუშაობას, სამსახურს ახმართ და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2019 წელი იქნება. ნუ გაგიკვირდებათ, რომ თქვენი მოუცლელობა ძალიან მობეზრდება პარტნიორს და თქვენგან წასვლას გადაწყვეტს. 2 ივლისს მზის დაბნელებაა მოსალოდნელი და სწორედ ამ პერიოდში მარტოხელა თხის რქები კოსმოსიდან მიიღებთ ენერგიას, რომელიც ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებისკენ გიბიძგებთ. მთავარია, რომ სწორად გადაანაწილოთ დრო საქმიან და პირად ურთიერთობებზე.
მერწყული - თქვენ სასიყვარულო ურთიერთობას უფრო სერიოზულად შეხედავთ. მოინდომებთ, რომ ახალ ფაზაში გადახვიდეთ. მიხვდებით, რომ ხანმოკლე სასიყვარულო კავშირები მოგბეზრდათ და ახლა ცხოვრებაში რაღაც უფრო მტკიცე და მყარი გჭირდებათ. შესაძლოა დაქორწინების გადაწყვეტილებაც მიიღოთ, ან უბრალოდ ქორწინების გარეშე გადახვიდეთ საყვარელ ადამიანთან ერთად ცალკე საცხოვრებლად.
თევზები - პროფესიული თვალსაზრისით ისეთი წარმატებები გელოდებათ, რომ დაგავიწყდებათ კიდეც პირადი ურთიერთობებიც. კარიერული კუთხით შთამბეჭდავ წინადადებებს მიიღებთ და უმაღლეს საფეხურზე იქნებით, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობისთვის დრო არ გექნებათ. ვინც უკვე ხართ რომანტიკულ ურთიერთობაში პრობლემები იჩენს თავს. გაგიჭირდებათ ბალანსის პოვნა. 2019 წელზე ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ თქვენთვის სიყვარულის წელი იქნება. თუმცა არ მოიწყინოთ, დატკბით იმ წარმატებებით, რომელსაც ახალი წელი სხვა მიმართულებით გპირდებათ.
წყარო: Newposts.ge