ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ქართველი ძიუდოისტი, ლუხუმ ჩხვიმიანი 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონია. ჩხვიმიანმა გამარჯვება ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა.
ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალში იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას შეხვდა. იაპონელის დამარცხების შემდეგ ჩხვიმიანმა ფინალში უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.