თეგებით ძიება

3 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - უნდა გათავისუფლდეთ წარსულისგან. გაუღეთ გული ახალ შესაძლებლობებს. იყავით მეტად ორიენტირებული მომავალზე. ნუ გააგრძელებთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, ვინც წარსულ წარუმატებლობას გახსენებთ.

კურო - შეიძლება ახალ სამსახური შემოგთავაზონ ან ახალი საქმიანობაში ჩართვა. მართალია, თქვენ გერჩივნათ, ძველ საქმეებს დაბრუნებოდით, მაგრამ მთავარი ახალი გამოცდილება და ცოდნაა, რაც მომავალში აუცილებლად გამოდგებათ.

ტყუპი - დილიდან ახალი იდეების ჩანიშვნა-განხილვაში იქნებით. დღეს უნდა დაიწყოთ ზოგიერთის განხორციელებაც. სასურველია, ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი იშრომოთ. ნუ შექმნით იდეალურ გეგმას, მარტივი იყოს და ადვილად განსახორციელებელი.

კირჩხიბი - გარშემო მყოფებსა და რთულ სიტუაციას იუმორით განმუხტავთ. დღეს მიხვდებით, რომ ადამიანებს, რომლებსაც რაღაც მიზანი აქვთ, უნდა აჯობოთ. თავადაც უნდა გქონდეთ წარმატების მიღწევის სურვილი და უნდა იყოთ მიზანმიმართული.

ლომი - სასიამოვნო მომენტებით აღსავსე, დასამახსოვრებელი და სიანტერესო დღე გელით. ეცადეთ, დიდი შეცდომები არ დაუშვათ და პატარ-პატარები მალევე გამოასწოროთ. გამარჯვებების შესახებ ყველას ნუ მოუყვებით. საღამოს წვეულებაზე საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.

ქალწული - არ აჩქარდეთ, დაფიქრებულად იმოქმედეთ. მიმოიხედეთ, იქნებ ვიღაც ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას? ნუ შეიქმნით ძალიან დაკავებული
ადამიანის იმიჯს. ხანდახან გარშემო მყოფებთან ურთიერთობა კარიერაზე უმთავრესია.

სასწორი - დასვენებას ნუ ელოდებით. დღეს უნდა იმუშაოთ. განახორციელეთ ჩანაფიქრი. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეთ იდეების განხორციელება და საღამოს, საკუთარი მიღწევებით აღფრთოვანებული, ამაყი დაბრუნდებით შინ.

მორიელი - მეტად უნდა იკონტაქტოთ ადამიანებთან. გაიჩინეთ ახალი ნაცნობები და ესაუბრეთ მათ თქვენს იდეებზე. გარშემო მყოფებსაც და ახალგაცნობილებსაც გამოჰკითხეთ მოსაზრებები.

მშვილდოსანი - გაფრთხილდთ, შეიძლება ვიღაცამ ცილი დაგწამოთ ან სკანდალში სცადოს თქვენი აყოლიება. მიეცით ადამიანებს საშუალება ბოლომდე "დაიცალონ" უარყოფითისგან. თქვენ კი მშვიდად დააკვირდით მათ.

თხის რქა
- სამსახურის საქმეების მოგვარებით იმდენად იქნებით დაკავებული, რომ პირად ურთიერთობებში წარმოქმნილი უსიამოვნებები არც გაგახსენდებათ. თუ ადამიანი საქმეების მოგვარებაში ვერ დაგეხმარებათ, გაგამხნევებთ მაინც.

მერწყული - გამოცდის დღეა. კარგი განწყობა და იუმორის გრძნობა მაქსიმალურად დაგეხმარებათ თავი შეიკაოთ კამათისგან. ავტორიტეტული ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ.

თევზები - პასუხისმგებლობით მოეკიდეთ გარშემო მყოფების არჩევანს. გაითვალისწინეთ, რომ ნეგატიურად განწყობილი კეთილ საქმეებს ვერ შეასრულებთ. ახლობლების კრიტიკას იუმორით მიუდექით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა