თეგებით ძიება

შეიძლება თუ არა არათითზე ბეჭდის ტარება?

ბეჭედი სამკაულის გარდა ძლიერი დამცველიცაა. გააჩნია, რომელი ბეჭედი რომელ თითზე გიკეთიათ. არათითზე, როგორც წესი, საქორწინო ბეეჭდი უნდა ვატაროთ. თუმცა, ამ თითზე ბეჭედი შეიძლება დასაქორწინებელ ადამიანსაც ეკეთოს. გავარკვიოთ, რამდენად მიზანშეწონილია ასე მოქცევა.

ლეგენდის თანახმად, არათითზე ბეჭედი დაგიცავთ ოჯახის გახლეჩისგან. თუმცა, დასაქორწინებელს ბეჭდის ტარება უსიამოვნებას მოუტანს პირად ცხოვრებაში: ქორწინებამდე კავშირის გაწყვეტას, პარტნიორის ღალატს და ა.შ.
არათითზე ვერცხლის ბეჭედის ტარება დაგიფრთხობთ საქმროებს და ქალს მარტოობისკენ უბიძგებს.

ის, ვისაც სერიოზული ურთიერთობა აქვს, არ ვურჩევთ, ქორწინებამდე მარჯვენა ხელის არათითზე ბეჭდის გაკეთებას.
მარცხენა ხელის არათითზე ბეჭედს განქორწინებული ან პარტნიორდაკარგული მეუღლეები ატარებენ. ადამიანი, რომელიც სამკაულს ამ ხელის თითზე ატარებს, უსიამოვნება ელის პირად ცხოვრებაში.
კიდევ ერთი წესის მიხედვით, დაქორწინებამდე არათითზე ბეჭედის ტარება ადამიანს ეგოისტურს გახდის და ყველა მეგობართან ურთიერთობა დაეძაბება.

განსაკუთრებით არ შეიძლება არათითზე იმ ბეჭდის ტარება, რომელიც თავად შეიძინეთ. თუ, რა თქმა უნდა, მარტოობა და უსიამოვნება პირად ცხოვრებაში არ გაშინებთ.
საყვარელი ადამიანი მორთმეული ბეჭედი, რომელსაც არათითზე გაიკეთებთ, ნებისმიერი უსიამოვნებისგან დაგიცავთ. არასდროს მოიხსნათ იგი და არც სხვას მოასინჯოთ.

კიდევ ერთი მითითება, არათითზე არ შეიძლება თვლიანი, წარწერიანი და გრავირებიანი ბეჭდის ტარება. მიჩნეულია, რომ ასეთი ბეჭედი წყვილის ურთიერთობას ართულებს. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ სადა ბეჭედი ბედნიერ კავშირის სიმბოლო იყო.


სტატია მოამზადა რუსუდან გელაშვილმა.














წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა