თეგებით ძიება

მოამზადეთ უგემრიელესი ფუნთუშები მარტივად! იდეალური საუზმე მთელი ოჯახისთვის...

გულის ფორმის ფუნთუშების მომზადება ძალიან მარტივია და მას განსაკუთრებული ინგრედიენტები არ სჭირდება..."

დაგჭირდებათ:

• 1 ც. კვერცხი

• 100 მლ. წყალი

• 150 მლ. რძე

• 500 გრ. ფქვილი

• 13 ს. კ შაქარი

• 8 გრ. მშრალი საფუარი

• 80 გრ. კარაქი

• მწიკვი სოდა

მომზადება:

1. აურიეთ წყალი და რძე ერთმანეთს, გაათბეთ (30-40 გრადუსამდე) და ჩაუმატეთ 1 ს. კ შაქარი და საფუარი. მასა დაასვენეთ 20 წუთით.

2. კვერცხი კარგად გათქვიფეთ, მისი ნახევარი რძიან მასას ჩაუმატეთ ხოლო ნახევარი დაგჭირდებათ ოდნავ მოგვიანებით.

3. დაუმატეთ მასას ფქვილი, მოზილეთ ცომი და დატოვეთ თბილ ადგილას 1 საათით.

4. გაყავით ცომი 12 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული ნაჭერი და დაამუშავეთ გამდნარი კარაქით. მოაყარეთ შაქარი და გაახვიეთ.


5. მიღებული რულეტი გადაკეცეთ შუაზე.


6. ჩაჭერით ცომი სიგრძეზე ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.


7. ჩაჭრილი ადგილი ფრთხილად გადაშალეთ.


8. მოათავსეთ გამზადებული ტკბილეული საცხობ ჭურჭელზე და დაასვენეთ 15 წუთით. შემდეგ დაუმუშავეთ ზედაპირი კვერცხით.


9. აცხვეთ ფუნთუშები წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუს ცელსიუსზე, 35 წუთის განმავლობაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა