კომბოსტოს ნამცხვარი კეფირით გემრიელი და მარტივად მოსამზადებელია!
თუ ნამცხვრები ძალიან გიყვართ, მაგრამ გამოცხობისთვის დრო არ გყოფნით, ეს რეცეპტი თქვენთვისაა შექმნილი.
კეფირისა და ბოსტნეულის ნამცხვარი მზადდება სწრაფად. ის არაჩვეულებრივი ვარიანტია სავახშმოდ.
ნამცხვრის ინგრედიენტები დიეტურია, ამიტომ მისი ჭამის დროს ზედმეტ კილოგრამებზე ნერვიულობა არ მოგიწევთ.
ბოსტნეულის ნამცხვარი კეფირით
ინგრედიენტები:
• 3 კვერცხი
• 1 ჭიქა კეფირი
• ¾ ჭიქა ფქვილი
• მარილი, წიწაკა გემოვნებით
• 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
• 1 თავი კომბოსტო
• სეზამის თესლი სურვილისამებრ
• კამა
მომზადება
1. კომბოსტო წვრილად დაჭერით, ტაფაში ცოტათი მოშუშეთ. დაუმატეთ კამა, მარილი და წიწაკა. არ გადაამლაშოთ. მარილი ცომსაც უნდა დაუმატოთ.
2. 1 კვერცხი, ფქვილი, კეფირი და გამაფხვიერებელი აურიეთ, დაუმატეთ ცოტა მარილი. ცომი საშუალო სისქის უნდა იყოს. დანარჩენი 2 კვერცხი შიგთავს უქენით.
3. გამოსაცხობ ფორმას ზეთი გადაუსვით. ფორმაზე ჯერ ცომის ნახევარი დადეთ, შემდეგ – ბოსტნეულის შიგთავსი, ბოლოს კი – დარჩენილი ცომი. თუ გნებავთ სეზამის თესლით მორთეთ.
4. ნამცხვარი ღუმელში 200 გრადუსზე გამოაცხვეთ დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში.