თეგებით ძიება
23. 09. 2019 News-ები

"გუშინ ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემთვის... კართან ბავშვის ტირილი გავიგე გავრბივარ და 1 თვის უსუსური ბავშვი მხვდება

ოჯახი, რომლის კართანაც ჩვილი დატოვეს, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს. ბარბარე ამირბარი მიმართავს დედას, რომელმაც ჩვილი მის კართან დატოვა და სთხოვს რომ შეეხმიანოს. ბარბარე ახალბედა დედას დახმარებას სთავაზობს და წერს, რომ მის შვილს სწორედ ის სჭირდება.



ბარბარე ამირბარი იმ დღესაც იხსენებს, როცა შემთხვევა მოხდა:

“ძალიან დიდი ამბავი ატყდა, ამიტომ მეც დავწერ იმას რისი დაწერაც მინდოდა და ვერ შევძელი.

ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემთვის, გუშინ დავფიქრდი კიდევ უფრო ღრმად ჩვენს ცხოვრებაზე.

ყოველი წამი თქვენს საყვარელ ადამიანებთან გატარებული არის ის, რისთვისაც სიცოცხლე ღირს. იმის შესაძლებლობა, რომ მე და ბექა გაბრიელს ვზრდით, გვიყვარს, ვაჭმევთ და ვეფერებით, ყველაფერს ვაძლევთ რაც შეგვიძლია, ყოფილა ბედნიერება და არა ჩვეულებრივი მოვლენა, როგორადაც წარმოგვიდგენია ხოლმე.

გული ეხლაც ისე მიცემს, ისე ვიწვი შინაგანად, რომ რთულია გადმოვცე.

კარებთან ბავშვის ტირილი-გავრბივართ და 1 თვის (შეიძლება არც) უსუსური ბავშვი ჩვენს წინ….

მეც დედა ვარ, იმწამსვე ჩავიხუტე და დაიძინა… (ბევრს ვეღარ ვილაპარაკებ)

პოლიციამ წაიყვანა, კარგად არის.

არ ვიცი, როგორ ან რანაირად, მაგრამ თუ კითხულობ ჩემს პოსტს, შემეხმიანე. აბსოლუტურად ყველა გვერდში დაგიდგებით და გაგაზრდევინებთ ჩვენს ბიჭუნას… შენ ჭირდები, დედა სჭირდება…

გთხოვთ გაავრცელოთ,” – წერს ბარბარე ამირბარი.

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. როგორც ,,ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 18 სექტემბერს, საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მოხდა.

ახალშობილი ბიჭი კალათაში იყო მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, საბავშვო საფენებთან ერთად კალათაში დედის წერილიც იდო, რომელშიც ქალი შვილის დატოვების გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ხსნის, რომ ბავშვის გაზრდის საშუალება არ აქვს, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.














წყარო:itar.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა