მოამზადეთ ავოკადოს ნაყინი რძის პროდუქტების გარეშე! გემრიელია...
ავოკადოსგან მომზადებული ეს საზაფხულო დესერტი განსაკუთრებით ვეგანებს მოეწონებათ, რადგან მის მოსამზადებლად რძის პროდუქტი საერთოდ არ გჭირდებათ. თუმცა, ავოკადოს სმუზს არავეგანებიც შეიყვარებთ, რადგან ვიტამინებითა და ჯანსაღ ცხიმით მდიდარი გემრიელი სასუსნავია…
დაგჭირდებათ:
• 1ც. ავოკადო
• 1/3 ჭიქა აკაჟუ
• 1-2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
• 1/3 ჭიქა ლაიმის წვენი (ახლადგამოწურული)
• 3 ს. კ თაფლი
• 1,5 ჭიქა ნუშის ან ქოქოსის რძე
მომზადება:
1. გათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში, მანამ, სანამ არ მიიღებთ სმუზის კონსისტენციის მასას. შეგიძლიათ გაყინოთ საყინულეში 1-2 საათის განმავლობაში, რის შედეგადაც ნაყინს მიიღებთ, ან პირდაპირ მიირთვათ ეს ჯანსაღი და გემრიელი სმუზი.